დღის ახალი ამბები

"არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს

"არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
2-02-2021, 08:05

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ რებ­რენ­დინგს ცდი­ლობს, პარ­ტი­ას 12 ახა­ლი წევ­რი შე­უ­ერ­თდა, მათ შო­რის არის ყო­ფი­ლი წყალ­ბურ­თე­ლი რეზო ჩო­მა­ხი­ძე, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი წყალ­ბურ­თის ლეგნ­და­დაც კი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ხოლ­მე, იმ წარ­მა­ტე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­საც სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­აღ­წია.

  • ვინ არის რეზო ჩო­მა­ხი­ძე?
ის სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტი გახ­ლავთ.
მო­მა­ვა­ლი წყალ­ბურ­თე­ლი 1973 წელს და­ი­ბა­და, წყალ­ბურ­თის თა­მა­ში ქუ­თა­ის­ში და­ი­წყო. 1989-1993 წლებ­ში თბი­ლი­სის ”დი­ნა­მო­ში” გა­მო­დი­ო­და, შემ­დეგ მრა­ვალ გუნდში გა­მოს­ცა­და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. იყო ”რარი ნან­ტე­სის” (იტა­ლია, 1993-1997), მოს­კო­ვის ”დი­ნა­მოს” (1997-2000), ”პრო რე­კოს” (იტა­ლია, 2000-2001) ზაგ­რე­ბის (ხორ­ვა­ტე­თი) ”მლა­დოს­ტის” (2001-2004) წევ­რი, 2004 წლი­დან ჩე­ხო­ვის (მოს­კო­ვის მიმ­დე­ბა­რე) ”შტურ­მი 2002-ში” თა­მა­შობს. 1997 წელს რუ­სე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მი­იწ­ვი­ეს. მომ­დევ­ნო წელს სწო­რედ რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, კე­თი­ლი ნე­ბის თა­მა­შებ­ზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, 2000 წლის სიდ­ნე­ი­სა და 2004 წლის ათე­ნის ოლიმ­პი­ა­დებ­ზე კი ვერ­ცხლი­სა და ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა, 2001 წლის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე პრი­ზი­ორ­მა 2002 წელს მსოფ­ლიო ლი­გის თა­მა­შე­ბი და მსოფ­ლი­ოს თასი მო­ი­გო. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მოს­კო­ვის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მია.
მოკ­ლედ, მას მერე, რაც ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რი­გებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ოპო­ნენ­ტებ­მა მას რუ­სე­თის ნაკ­რებ­ში თა­მა­ში გა­უხ­სე­ნეს, რა­საც "ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით უპა­სუ­ხა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ამ.
"წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, სრუ­ლი­ად გა­სა­ო­ცა­რია ის, რაც ხდე­ბა, ასეთ კარგ შე­დეგს ბევ­რი არ ელო­და. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ახა­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის გუნ­დის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, ჩვენ "სუს­ტი" წერ­ტი­ლი გვი­პო­ვეს - რეზო ჩო­მა­ხი­ძე.
კაცი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი გა­დარ­ჩე­ნის და შემ­დეგ უკვე წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზას 1990 იან წლე­ბის და­სა­წყის­ში, წყალ­ბურ­თის თა­მა­შით და­ად­გა.
შრო­მით, ოფ­ლით და ნი­ჭით, მი­აღ­წია იმას, რომ გახ­და სიდ­ნე­ის ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლის და ათე­ნის ოლიმ­პი­ა­დის ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლო­სა­ნი.
2002-2003 წლის სე­ზონ­ში გახ­და ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო წყალ­ბურ­თე­ლი.
2002-2003 წლებ­ში, სრულ სიბ­ნე­ლე­ში, უპერ­სპექ­ტი­ვო­ბა­ში, უშუ­ქო­ბას და უგ­ზო­ო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, აკუ­მუ­ლა­ტორ­ზე მო­მუ­შა­ვე რა­დიო გად­მოს­ცემ­და რომ ქარ­თვე­ლი, რეზო ჩო­მა­ხი­ძე, გახ­და ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო წყალ­ბურ­თე­ლი. იმ წლებ­ში, რო­დე­საც ჩვენ ჩემ­პი­ო­ნე­ბი მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა­ში, კო­რუფ­ცი­ა­ში და ძა­ლა­დო­ბა­ში ვი­ყა­ვით, რეზო ჩო­მა­ხი­ძე ევ­რო­პის სა­უ­კეთ­სო წყალ­ბურ­თე­ლი ხდე­ბო­და, ისე რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 90-ია­ნებ­ში, კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში ვარ­ჯი­შობ­და წყალ­ბურთში, წყლის გა­რე­შე.
ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი გვე­ა­მა­ყე­ბო­და, ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი გვაძ­ლევ­და ძა­ლას კვლავ დაგ­ვე­ჯე­რე­ბი­ნა ჩვე­ნი ერის, ჩვე­ნი თა­ვის, ჩვე­ნი ნი­ჭი­ე­რე­ბის და ჩვე­ნი ძა­ლის. 2008 წლის შემ­დეგ რეზო ჩო­მა­ხი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და მთე­ლი ეს წლე­ბი თა­ვის ენერ­გი­ას ახ­მარ­და ქარ­თულ წყალ­ბურთს და ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის წარ­მა­ტე­ბის კა­რის გახ­სნას.
რეზო ჩო­მა­ხი­ძე, ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტი და ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი ლე­გენ­და, აი ვინ გვი­ნა­ხეს სუს­ტი წერ­ტი­ლი, ყო­ჩაღ, სწო­რი გზით მივ­დი­ვართ“, - წერს ის.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ამ­ბობ­და წლე­ბის წინ, რეზო ჩო­მა­ხი­ძე რუ­სე­თის ნაკ­რებ­ში თა­მაშ­ზე. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" 2014 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან:
- ოდეს­მე გი­ნა­ნი­ათ, რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის წევ­რი რომ იყა­ვით?
- არას­დროს მი­ნა­ნია, რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის წევ­რი რომ ვი­ყა­ვი... მეტ­საც გე­ტყვით - იმ გუნდში თა­მა­ში ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოც იყო და სა­ა­მა­ყოც. რუ­სეთს მხო­ლოდ აგ­რე­სორ ქვეყ­ნად არ აღ­ვიქ­ვამ, მათ კულ­ტუ­რას კარ­გად ვიც­ნობ და ჩემ­თვის რუ­სე­თი და პუ­ტი­ნი ერთი არ არის! ამა­ვე დროს, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ დრო­უ­ლად ვთქვი უარი რუ­სე­თის ნაკ­რებ­ში თა­მაშ­ზე. ამას ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი, რაზე ლა­პა­რა­კიც ახლა არ მსურს, მაგ­რამ როცა რუ­სე­თი­დან ქარ­თვე­ლე­ბის დე­პორ­ტა­ცია ხდე­ბო­და, მე უკვე უარი მქონ­და ნათ­ქვა­მი რუ­სე­თის ნაკ­რებ­ში თა­მაშ­ზე. მად­ლო­ბა უფალს, რომ 2008 წლის ომის და­წყე­ბი­სას რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის ფორ­მა არ მეც­ვა და ოლიმ­პი­ა­და­ზე არ ვთა­მა­შობ­დი! ეს ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის...
- რუ­სე­თის ნაკ­რებ­ში თა­მა­ში­სას ხომ ყვე­ლამ იცო­და, რომ რეზო ჩო­მა­ხი­ძე ქარ­თვე­ლია?!
- რა თქმა უნდა! მაგ­რამ ამის გამო რუ­სეთ­ში არას­დროს მიგ­რძნია რა­ი­მე სა­ხის დის­კრი­მი­ნა­ცია. ტყუ­ი­ლია, თით­ქოს ქარ­თველ და რუს ხალ­ხს ურ­თი­ერ­თო­ბა უჭირს. ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე­ნი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან. ის კი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, არც რუსი და არც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აზრს არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და! ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ რუ­სე­თის და პუ­ტი­ნის, რუსი ხალ­ხის და რუ­სე­თის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­ი­გი­ვე­ბა შეც­დო­მაა... წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად


გაზიარება
მოინახულეს 874-ჯერ
კომენტარები
რეკლამა