Image

კობიაშვილმა ”ჰერტას” მაისურით მეორე გოლი გაიტანა

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი 18-იან, 11:469 Sportnews 1556


















საქართველოს ეროვნული ნაკრების და ბერლინის " ჰერტას" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კობიაშვილმა გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-18 ტურში თავი გოლით გამოიჩინა. ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" ობერჰაუზენში "როტ ვაისს" 3:1 მოუგო და სატურნირო ცხრილში "აუგსბურგთან" ერთად თანალიდერობა შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა კი ბერლინელთა მაისურით მე-2 გოლის გატანა შეძლო, თან ამჯერადაც პენალტის ნიშნულიდან. "შტადიონ ნიდერჰეინზე" შეკრებილ 6 ათას ქომაგს, გოლისთვის დიდხანს ცდა არ დასჭირვებია. სტუმართა 19 წლის ფორვარდმა, პიერ-მიშელ ლასოგამ ანგარიში უკვე მე-7 წუთზე გახსნა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიში 9 წუთში გაათანაბრეს, გოლი მარკუს კაიამ გაიტანა.

შეხვედრის ბედი მეორე ტაიმის სამწუთიან მონაკვეთში გადაწყდა, რომლის განმავლობაშიც, ბერლინელებმა ორჯერ ზუსტად დაარტყეს - 67-ე წუთზე, ლასოგამ დუბლი შეასრულა, 70-ე წუთზე კი, მისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი, გოლად კობიაშვილმა გარდასახა, ვინც ტრადიციულად, შეუცვლელად ითამაშა.

ამ გამარჯვებით "ჰერტამ" 36 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე მყოფ "აუსგბურგს" მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგაში სწორედ საუკეთესო ორი გუნდი გადადის, მესამეადგილოსანი კი, პლეი-ოფში ითამაშებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
labo 18 იანვარი 2011 18:05
გოლი სად ვნახო? wink
Sportnews 18 იანვარი 2011 13:29
წელს ამოვა ჰერტა უეჭველი ბუნდესლიგაში, კაი კობის მუდმივი სათამაშო დრო რომ აქვს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა