დღის ახალი ამბები

ედენ აზარის ბოლო შანსი ?

ედენ აზარის ბოლო შანსი ?
17-12-2021, 09:00

მადრიდის "რეალში" კოვიდმა იფეთქა, ერთბაშად გუნდის ხუთ ფეხბურთელს დაუდგინდა ვირუსი.

კორონავირუსი ჯერ მოდრიჩს და მარსელოს დაუდასტურდა, შემდეგ კი ამ სიას ასენსიო, როდრიგო და ბეილი შეურთდნენ.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის მომდვენო მატჩში შეიძლება ედენ აზარისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს, დანაკლისის შემდეგ ექსპერტები ბელგიელს ძირითადში ელიან. "რეალის" შვიდი ნომერი შეტევაში ადგილს ბენზემასთან და ვინიციუსთან ერთად დაიკავებს.

აზარმა კვირას "კადისთან" გასამართ შეხვედრაში უნდა დაამტკიცოს, რომ გუნდში მისი იმედი კვლავ უნდა ჰქონდეთ, ეს ბელგიელისთვის სავარაუდოდ უკანასკნელი შანსია.




გაზიარება
მოინახულეს 787-ჯერ
კომენტარები
რეკლამა