Image

ნადალმა საკუთარი სკოლა გახსნა

სიახლეები / ჩოგბურთი 19-ოქტ, 21:379 Sportnews 1416


მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი შანხაის მასტერსის წაგების შემდეგ ინდოეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო საკუთარი საჩოგბურთო სკოლის (Nadal Tennis School) გახსნაში.

აქ ჩოგბურთის ანბანს შეისწავლიან ღარიბი ოჯახებიდან გამოსული ბავშვები. სკოლის პრეზიდენტი ჩოგბურთელის დედა გახდება, ხოლო თავად რაფაელი ამ ცენტრის ანგარიშზე ყოველწლიურად 100 ათასს დოლარს ჩარიცხავს.

"მოხარული ვარ იმით, რომ შემიძლია ჩემი სახელი გამოვიყენო მოსახლეობის ფენებს შორის განსხვავების შესამცირებლად. ამ ბავშვების დახმარება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. იმედი მაქვს, ისინი გამოიყენებენ ამ შანსს. სიამოვნებით ჩამოვალ აქ რამდენიმე წელიწადში და შევხედავ, როგორ იწყებენ ეს ბავშვები ახალ ცხოვრებას", - ამბობს ნადალი.

გარდა ამისა, ინდოეთში მგზავრობისას ნადალმა მოინახულა რამდენიმე ცენტრი, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები მეცადინეობენ.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (316)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა