2017 წელს, მიუნხენის ბაიერნიდან წასვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი სამწვრთნელო საქმიანობას 3 წლითა და 5 თვით ჩამოშორდა.
როგროც ფრანგმა სპეციალისტმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში თქვა, ამის მიზეზი მისი ვაჟის ავადმყოფობა იყო.
"ბაიერნიდან წასვლის შემდეგ ბორდოში, ოჯახთან ერთად მსურდა ყოფნა, რადგან ჩემს უმცროს ვაჟს გენეტიკური დაავადება ჰქონდა. ახლა ყველაფერი კარგადაა და უახლოეს მომავალში ახალ პროექტზე გადავერთვები. შესაძლოა, ისევ სამწვრთენლო საქმიანობა იყოს ან სპორტული დირექტორობა. გააჩნია, რას შემომთავაზებენ".
ამავე ინტერვიუში სანიოლი ბორდოში გატარებულ პერიოდს იხსენებდა და დიდ ფეხბურთში დაბრუნების სურვილის შესახებ საუბრობდა.
"ბორდოში შესანიშნავი პირველი წელი მქონდა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად მაქსიმუმი გავაკეთეთ და ევროპა ლიგაზე გავედით. მეორე სეზონი, სამწუხაროდ, უფრო რთული იყო, რადგან წამყვანი მოთამაშეები დავკარგეთ", - განაცხადა სანილმა sport1-ისთვის 2020 წლის მაისში მიცემულ ინტერვიუში.
ბორდო ერთადერთი კლუბი იყო, სადაც მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თავის გამოჩენის საშუალება მქონდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ. ასევე, 2011-2014 წლებში წარმატებით ვმუშაობდი საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციაში სპორტულ დირექტორად და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონობა სწროედ ასოციაციის სწორი მუშაობის დამსახურებაა.
მას შემდეგ, რაც მინუხენი დავტოვე დრო გავიდა, ჩემი შვილი თავს უკეთ გრძნობს და ახლა ჩემი გონებაც თავისუფლია. ეს ახალ საქმეზე 100 პროცენტით კონცენტრიების საშუალებას მომცემს. მინდა თავიდან დავიწყო".
ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს, შვედეთის წინააღმდეგ სტუმრად გასამართ შეხვედრაშ შედგება.
წყარო : adjarasport.com
ის, რაც ყველას აინტერესებს - რატომ იყო უმუშევარი ვინი სანიოლი 3 წლის განმავლობაში, სანამ საქართველოს ნაკრებიდან შემოთავაზება ექნებოდა
კომენტარები
21-11-2024 22:57
2
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 211
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
427
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 861
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად