“ლეიკერსის” პირველი მეცხრეში

“ლეიკერსის” პირველი მეცხრეში

12-11-2010, 19:10

“ლოს ანჟელეს ლეიკერსის” ვარსკვლავმა კობი ბრაიანტმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 26 ათასქულიან ზღვარს გადააბიჯა, თუმცა, კალიფორნიელთათვის მიმდინარე სეზონის მე-9 მატჩი უიღბლო გამოდგა. ზედიზედ 8 მოგების შემდეგ, “ლეიკერსმა” დენვერში 14-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და პირველი მარცხი განიცადა 112:118.

ბრაიანტმა მოედანზე 41 წუთი გაატარა და 34 ქულა მოაგროვა, მაგრამ მის გარჯას გამორჩეულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. საქმე ის გახლავთ. რომ კობიმ თამაშიდან განხორციელებული 32 ტყორცნიდან მხოლოდ 11 გამოიყენა (10-დან 3 სამქულიანი), 13 საჯარიმოდან კი 9 ჩააგდო. ლეიკერსელთა ლიდერს ლიგის ყველაზე შედეგიან მოთამაშეთა შორის მე-12 ადგილი უკავია, თუმცა, დიდი შანსია, რომ სეზონის ბოლო უკვე მე-8 საფეხურზე იქნება. სადღეისოდ, ამ პოზიციაზე ჰაკიმ ოლაჯუონია 26 946 ქულით.

ზედიზედ მეორე საშინაო მარცხი (107:112) განიცადა “ბოსტონ სელტიქსმა”, რაშიც ლომის წვლილი “სელტიქსის” 35 წლის ვეტერანმა რეი ალენმა დაიდო. მან საწყისი შვიდი სამქულიანი გამოიყენა (ბოსტონელებმა სულ 3 შორეული ტყორცნა ჩააგდეს) და საბოლოოდ, 41:23 წუთში 35 ქულა მიითვალა. ასეთივე მონაგარი ჰქონდა მაიამელთა ერთ-ერთ ლიდერ ლებრონ ჯეიმსსაც, რომელმაც 35 ქულას 10 მოხსნა და 9 პასი წაამატა და სამმაგ დუბლამდე ერთადერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა.

მოულოდნელად იოლი გამარჯვება იზეიმა “ბულზმა”, რომელმაც “გოლდენ სტეიტს” საწყისი ტაიმი 66:38 მოუგო და დარჩენილი დრო ფორმალობად აქცია. პირველ ნახევარში ლუოლ დენგმა და დერიკ როუზმა ჯამში 39 ქულა ჩააგდეს, “უორიორსმა” კი 24 წუთში ბურთი 11-ჯერ დააკარგა და თამაშის ყოველგვარი ხალისი წაუხდა. ჩიკაგოელთაგან დერიკ როუზის გარჯაც უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც 22 ქულა და 13 პასი მოაგროვა და სეზონში მესამე ორმაგი დუბლი შეასრულა.

დენვერი – ლეიკერსი 118:112 (24:26, 35:38, 26:29, 33:19)
დენვერი: ენტონი (32 ქ. 13 მ.), ილარიო (18 ქ.), ბილაფსი (15 ქ.), აფლალო (5 ქ.), უილიამსი (5 ქ.); ლოუსონი (17 ქ.), სმიტი (13 ქ.), ჰარინგტონი (7 ქ. 8 მ.), ფორბსი (6 ქ.)
ლეიკერსი: ბრაიანტი (34 ქ.), არტესტი (18 ქ.), გასოლი (17 ქ. 20 მ.), ფიშერი (8 ქ.), ოდომი (3 ქ. 12 მ.); ბრაუნი (19 ქ.), ბარნსი (6 ქ.), კერეკტერი (4 ქ.), ბლეიკი (3 ქ.).

ჩიკაგო – გოლდენ სტეიტი 120:90 (34:20, 32:18, 28:25, 26:27)
ჩიკაგო: დენგი (26 ქ. 11 მ. 6 პ.), როუზი (22 ქ. 13 პ.), ნოა (17 ქ. 7 მ.), ბოგანზი (14 ქ. 6 ჩ.), გიბსონი (14 ქ. 7 მ.); კორვერი (10 ქ.), აშიკი (8 ქ.), უოტსონი (7 ქ.), ბრიუერი (2 ქ.), სკალაბრინი, ჯონსონი.
გოლდენ სტეიტი: ელისი (24 ქ.), კარი (17 ქ. 6 პ. 5 ჩ.), დ.რაიტი (12 ქ. 8 მ.), ბ.რაიტი (4 ქ.), ბიედრინში (2 ქ.); რადმანოვიჩი (9 ქ.), გაძურიჩი (8 ქ.), უილიამსი (7 ქ.), კარნი (5 ქ.), ედრიენი (2 ქ.), ლინი, ბელი.

მაიამი – ბოსტონი 107:112 (20:27, 26:34, 32:29, 29:24)
მაიამი: ჯეიმსი (35 ქ. 10 მ. 9 პ.), ბოში (15 ქ. 7 მ.), უეიდი (8 ქ.), აროიო (4 ქ.), ენტონი; ჰასლემი (21 ქ. 10 მ.), ჰაუზი (13 ქ.), ილგაუსკასი (6 ქ.), ჯონსი (3 ქ.), სტეკჰაუზი (2 ქ.), ჩალმერსი.
ბოსტონი: ალენი (35 ქ.), პირსი (25 ქ.), გარნეტი (16 ქ. 13 მ.), რონდო (8 ქ. 16 პ.), შ.ო’ნილი (5 ქ. 7 მ.); რობინსონი (12 ქ.), დევისი (6 ქ. 9 მ.), ერდენი (3 ქ.), დენიელსი (2 ქ.).

აღმოსავლეთ კონფერენცია
1. ბოსტონი 9 7 2
2. ორლანდო 7 5 2
3. ატლანტა 9 6 3
4. ჩიკაგო 7 4 3
5. მაიამი 9 5 4
6. ინდიანა 6 3 3
7. კლივლენდი 8 4 4
8. მილუოკი 9 4 5
9. ნიუ იორკი 8 3 5
10. ნიუ ჯერსი 8 3 5
11. ვაშინგტონი 6 2 4
12. ფილადელფია 8 2 6
13. დეტროიტი 8 2 6
14. შარლოტი 8 2 6
15. ტორონტო 8 1 7

დასავლეთ კონფერენცია
1. ნიუ ორლეანი 7 7 0
2. ლეიკერსი 9 8 1
3. სან ანტონიო 7 6 1
4. პორტლენდი 9 6 3
5. დალასი 7 5 2
6. გოლდენ სტეიტი 9 6 3
7. იუტა 8 5 3
8. ოკლაჰომა სიტი 7 4 3
9. დენვერი 9 5 4
10. მემფისი 9 4 5
11. ფენიქსი 7 3 4
12. საკრამენტო 7 3 4
13. მინესოტა 9 2 7
14. ჰიუსტონი 7 1 6
14. კლიპერსი 9 1 8

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
# 1454ავტორი: admin
კობი მაგარი კაცია,ლეიკერსი კი მაგარი გუნდი!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით