UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და თავისი აზრი დააფიქსირა რიგ საკითხებზეც.
MMA-ს წესებზე:
“MMA-ში ბევრი შეზღუდვაა, ეს არ არის ბრძოლა წესების გარეშე, ეს არის შერეული საბრძოლო ხელოვნება. ამ სპორტს ჰყავს თავისი მსაჯთა კომისია, რომელიც ადგენს წესებს და ავლენს გამარჯვებულს. წესებით, მკაცრად აკრძალულია თვალში თითის ჩარტყმა, ასე რომ ვთქვათ. არ შეიძლება კბენა, კეფის არეში დარტყმა, უხერხულ არეში ამორტყმა. როცა ადამიანი წაქცეულია, ფეხის ამორტყმა არ შეიძლება. როცა მეტოქე მუხლზეა, ფეხის სახეში ჩარტყმა არ შეიძლება. ეს ყველა მებრძოლმა ვიცით და ამ წესებს ვემორჩილებით. პიოტრ იანმა წესები აქამდე ჩატარებულ ბრძოლებშიც ბევრჯერ დაარღვია და ასე მოხდა ახლაც.”
სტერლინგი-იანის ბრძოლაზე:
“ბრძოლის დამთავრებამდე რაუნდზე მეტი იყო დარჩენილი. არავინ იცის, რა მოხდებოდა. შეიძლება, მტკივნეული ილეთი გაეკეთებინა ან ერთს ან მეორეს. ათასი რამ შიძლება მომხდარიყო. ალჯამეინ სტერლინგი მუხლებზე იყო და იანმა სახეში ჩაარტყა მუხლი. რა თქმა უნდა, ეს იყო აკრძალული ილეთი. ალჯამეინი ამას არ ელოდა, რადგან ასეთ დროს დარტყმა არ შეიძლება და თავს დაცულად გრძნობდა. მან ისეთი დარტყმა მიიღო, ფეხზე რომც ამდგარიყო და ბრძოლა გაეგრძელებინა, ისეთი ჯანმრთელი ვეღარ იქნებოდა, როგორიც იქამდე იყო. მსაჯთა კომისიამ გადაწყვიტა, რომ წესების დარღვევის გამო, იანს ჩაეთვალა წაგება, სტერლინგს – მოგება. შესაბამისად, მოგებულს გადასცეს ჩემპიონის ქამარი. იანი, რუსი სპორტსმენი, არის წესების დამრღვევი, რომელმაც გააკეთა ძალიან არასწორი რამ MMA-ში. ჩემი მეგობარი სტერლინგი მას შეხვდება რემატჩში და გაირკვევა, ვინ იქნება გამარჯვებული და ვინ არის მართლა ძლიერი. ეს არის სპორტი, ეს არ არის ქუჩა და აქ უნდა დავემორჩილოთ წესებს. პროფესიონალმა მებრძოლმა და, მითუმეტეს, ჩემპიონმა, აკრძალული ილეთი არ უნდა გამოიყენოს.”
შეურაცხმყოფელ კომენტარებზე:
“თქვენი აზრი შეგიძლიათ გქონდეთ, მაგრამ ჩემს პირად გვერდზე რომ შემოდიხართ და მილანძღავთ ჩემს მეგობარს… თქვენგან არის უფრო საწყენი, ქართველებისგან. მეგობრები ვართ, ქუჩაში შევხვდებით, რესტორანში შევხვდებით, სუფრაზე შევხვდებით, საერთო ნაცნობები გვყავს, ბევრს გიცნობთ, ერთ დარბაზში გვივარჯიშია. ასეთი აგრესია, ასეთი ბოღმა… შეგიძლიათ თქვენი აზრი გქონდეთ, მაგრამ მე ნუ მატერორებთ. მე ვამაყობ ჩემი მეგობრით და მას არაფერი სასირცხვილო არ გაუკეთებია. ნეგატიურ კომენტარებშიც ვეძებ რაღაც პოზიტიურს, რათა ის გავითვალისწინო, მაგრამ შეურაცხყოფის მოყენება, რა თქმა უნდა, გულსაწყვეტია, განსაკუთრებით ქართველისაგან.”
პიოტრ იანსა და მის ფანებზე:
“ნახავდით, ჩემს ინსტაგრამზე რუსების შემოტევაა. იმდენ უმსგავსო კომენტარს მიტოვებენ… კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს თავიანთი ნამდვილი სახე. იანმა წესები დაარღვია, არასწორად მოიქცა და კიდე აქეთ იქაჩებიან. ყველგან არის ცუდი და კარგი, მაგრამ სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, ვინ არიან რუსები. იანი ცინიკურ, დამცინავ კომენტარებს აკეთებს, რაც ჩემპიონისთვის შეუფერებელი საქციელია.”
საკუთარი მომდევნო ბრძოლის შესახებ:
“ჩემი ბრძოლა იქნება ორ თვეზე ნაკლებში და მალე გაიგებთ ამის შესახებ. დავაანონსებ. კონტრაქტს ხელი მოვაწერე, მაგრამ მოწინააღმდეგეს ჯერ არ მოუწერია. ერთი სიტყვით, მალე გაიგებთ სიახლეს.”
მერაბ დვალიშვილი: “ცუდი და კარგი ყველგანაა, მაგრამ ყველამ ვიცით, ვინ არიან რუსები”
10-03-2021, 07:37
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად