Image

მარკოიშვილმა ევროთასი გამარჯვებით გახსნა

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი 17-ნოე, 10:529 FCB 1553


















ევროთასის რეგულარული სეზონის პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა იტალიურმა “ბენეტ კანტუმ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი იცავს.
კანტუელებმა მშობლიურ არენაზე ბერძნული “პანელინოსი” მიიღეს და 1 600 ქომაგის მიერ შეგულიანებულებმა 72:57 იმარჯვეს. მარკოიშვილმა მოედანზე 23:03 წუთი დაჰყო და აპენინელებს 8 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.
“მანუმ” 9-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელვე მას დაუფარეს, 2-ჯერ დაჯარიმდა, 3-ჯერ კი მის წინააღმდეგ იუხეშეს.
E ჯგუფის მე-2 მატჩში სტამბულის “გალათასარაიმ” ჰოლანდიურ “გასტერა ფლეიმსს” გრონინგენში 66:65 სძლია.
ტაირონ ელისის “ესტუდიანტესმა” სალონიკის პაოკ-ს უმასპინძლა და 88:77 იმარჯვა. თამაშის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელშიც მადრიდელებმა სტუმრებს 31 ქულა ჩაუგდეს.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა 25:12 წუთს ითამაშა და გუნდს 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ტაირონმა 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა და ერთხელ დაჯარიმდა. F ჯგუფში “ესტუდიანტესისა” და პაოკ-ის გარდა იტალიური “ბენეტონი” და ფრანგული “რუანიც” ირიცხებიან, რომელთა მატჩიც აპენინებზე 67:61 დასრულდა.
C ჯგუფში კიდევ ერთი ”ქართველ-ამერიკელის” ტორინ გრინის ”გრან კანარიამ” უკრაინულ “ბუდიველნიკთან” მოულოდნელი მარცხი განიცადა – 58:62.
გრინმა 19:24 წუთში 11 ქულა ჩააგდო და გუნდში მეორე მაჩვენებელიც ჰქონდა, თუმცა, გადამწყვეტ მომენტში კი ვერ ივარგა. უკანასკნელ წამებზე ტორინმა ბურთი დაკარგა, შემდეგ წესები დაარღვია და მეტოქემ ორივე ჯარიმა ჩააგდო, ბოლოს კი სამქულიანიც ააცილა.
საბოლოოდ, გრინმა 6-დან 3 შორეული ტყორცნა გამოიყენა, რასაც 2 ჯარიმა წაამატა, 2 ორქულიანი კი ააცილა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 3 შეცდომა დაუშვა, 2 ჯარიმა მიიღო და მეტოქეებმაც მის წინააღმდეგ ამდენჯერვე იუხეშეს.
ამავე ჯგუფში ლიტვური ”შიაულაი” მონტენეგროს ”ბუდუჩნოსტს” დაუხვდა და 76:97 განადგურდა.
ფიბა-ს ევროჩელენჯის საწყის ტურში გიორგი ცინცაძის ტარტუს “როკი” შვეიცარიულ “ლუგანო ბასკეტს” ესტუმრა და 61:73 დამარცხდა.
ესტონური კლუბის ქართველმა გამთამაშებელმა 24:34 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 7-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 ჯარიმა გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
C ჯგუფის მე-2 შეხვედრაში ბულგარულმა “ლუკოილ აკადემიკმა” პორტუგალიური “ბენფიკა” 92:71 დაამარცხა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (172)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა