ბოლო ხანს ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი ხშირად კამათობს იმაზე, უნდა გამოიძახოს თუ არა ვილი სანიოლმა ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ნაკრებში.
“ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვარ, ნაკრებს დავეხმარო. დანარჩენს მე არ ვწყვეტ. მნიშვნელობა არ აქვს, რა იწერებოდა ზამთარში – მე დღეს ქუთაისის “ტორპედოს“ ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები“, – თქვა გიორგიმ მარტის დასაწყისში უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ ეროვნული ნაკრების შეკრების დაწყებამდე.
თუმცა ის არც ამჯერად გამოიძახეს… გადამწყვეტ მატჩამდე ორი კვირით ადრე, სანიოლმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:
“არაბიძე? მოთამაშეები შევარჩიე გამოცდილებით და შეთამაშებულებით. სულ არის კამათი, ვინ უნდა გამოვიძახოთ და ვინ – არა. არაბიძე გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა, რადგან კარგი სეზონი ჰქონდა. მას ახლაც ვაკვირდებოდი, მაგრამ მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი. ლიონელ მესი ერთადერთია, ვისაც აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს. იმედია, გიორგი ამას გამოასწორებს“.
“მატჩის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი: ოპერაცია, ერთი ტრავმა, მეორე… მაგრამ ვიპოვე ჩემს თავში ძალა” – გზა ფეხბურთელისა, რომელსაც “ქართველ მესის” ეძახდნენ
7-04-2024, 08:47
გაზიარება
მოინახულეს 290-ჯერ
კომენტარები
04-05-2024 07:54
2
"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
ვრცლად
03-05-2024 08:12
154
"მე იმ კაცის დედა .... ვინც პირველად რუსი აქო. არა რუსეთს" - ჯაბა კანკავა
ვრცლად
03-05-2024 07:42
1 646
“სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს კითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან” – შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს მიმართავს
ვრცლად
02-05-2024 21:35
131
"არაფერი დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი"
ვრცლად