ანჩელოტი: "ჩვენ შეგვიძლია დავეწიოთ "მანჩესტერს"

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 25-იან, 19:369 slim4you 2352


როგორც მოგეხსენებათ, "პრემიერლიგის" წინა ტურში, ლონდონის "ჩელსიმ" დამაჯრებელი გამარჯვება მოიპოვა გასვლაზე "ბოლტონთან"...

რის შემდეგაც ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, ისაუბრა მისი გუნდის ჩემპიონობის შანსებზე.
ამ წუთისთვის "ჩელსი" 7 ქულას აგებს "წითელ ეშმაკებთან" და ამავდროულად მათ ერთი ტამაშით მეტი აქვთ ჩატარებული ვიდრე ვიზავის...
აქვე იმასაც გაცნობებთ, რომ ანჩელოტის გუნდს ორივე თამაში (სახლი – გასვლა) ჯერ კიდევ სათამაშო აქვს ფერგიუსონის შეგირდებთან, თანაც "Rebook Stadium"-ზე დროგბამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ლამაზი გოლიც გაიტანა.

"ჩვენ კარგი მიმართულება გვაქვს და მას უნდა მივყვეთ, ეს არ არის ადვილი მაგრამ მე მჯერა ჩემი გუნდის. არც Trophy-ს მოგება იყო ადვილი, მაშინ როდესაც "მანჩესტერი" ასე შორსაა (წინაა) ჩვენგან, მაგრამ ნაბიჯ–ნაბიჯ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. რათქმაუნდა "მანჩესტერზეცაა" დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებენ ისინი, მათ წინააღმდეგ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მთელი ძალა და მონდომება რათა დავამარცხოთ ისინი."–განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

ალბათ მისი იმედების გამყარებას ისიც უწყონს ხელს, რომ დროგბა, რომელიც გუნდის მთავარი მეგოლეა, რამოდენიმე თამაშიანი ჩავარდნის შემდეგ შესანიშნავად ითამაშა და 35 იარდიდანაც გაიტანა გოლი.

"საბოლოოდ მან ფანტასტიურად ითამაშა, და გოლიც ბრწყინვალე იყო. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მიზეზი ჩემი გახარების, ამ დღეს გოლი გაიტანეს, მალუდამ და ანელკამაც, რომელთაც დიდი ხანია აღარ შეუგდიათ" – დაამატა იტალიელმა


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (177)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი