დღის ახალი ამბები

რამდენით მეტი დახარჯა "რეალმა" ტრანსფერებში ბოლო 5 წელში და რამდენი დახარჯეს სხვებმა?

რამდენით მეტი დახარჯა "რეალმა" ტრანსფერებში ბოლო 5 წელში და რამდენი დახარჯეს სხვებმა?
30-05-2021, 11:24

მადრიდის "რეალის" სატრასნფერო პოლიტიკა ბოლო წლებში რომ რადიკალურად შეცვლილია ყველას კარგად მოეხსენება.

გუნდის ხემძღვანელობა უკვე წლებია აღარ ხარჯავს ასტრონომიურ თანხებს ტრანსფერებში და ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყიდულობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წელში "რეალის" მიერ ნაყიდი და გაყიდული ფეხბურთელების თანხებში სხვაობა მხოლოდ 42 მილიონია ანუ "სამეფო გუნდმა" ტრანსფერებში მხოლოდ 42 მილიონით მეტი დახარჯა ვიდრე მიიღო. ამ მაჩვენებლით "რეალი" ევროპის მაშტაბით 47-ე ადგილზე იმყოფება.

ტოპ 10 გუნდი კი ასეთია:

"მანჩესტერ სიტი" - 620 მილიონი
"მანჩესტერ იუნაიტედი" - 554 მილიონი
"პსჟ" - 390 მილიონი
"ბარსელონა" - 350 მილიონი
"არსენალი" - 343 მილიონი
"ინტერი" - 339 მილიონი
"მილანი" - 321 მილიონი
"ჩელსი" - 286 მილიონი
"ევერტონი" - 284 მილიონი
"ასტონ ვილა" - 277 მილიონი




გაზიარება
მოინახულეს 1 071-ჯერ
კომენტარები
რეკლამა