მნიშვნელოვანი გამარჯვება!

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 20-თებ, 23:529 slim4you 1870


სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ძალზედ საინტერესო მატჩი , სერია ა–ს ლიდერი "მილანი" სტუმრად "კიევოს" დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ასე, რომ გრძელდება ძალზედ საინტერესო პაექრობა, "როსონერისა" და "ნაპოლის" შორის, საჩემპიონო ბრძოლაში კიდევ ერთი მინალური კლუბი "ინტერია" ჩართული.

აქვე გთავაზობთ "მილანის" მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის და რამდენიმე მოთამაშის ინტერვიუს, რომელიც მათ მატჩის შემდეგ ოფიციალურ საიტს მისცეს.

მასიმილიანო ალეგრი: "ჩემმა გუნდმა "კიევოსთან" ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მართალია მთელ რიგ მომენტებში ჩვენ არაერთი შეცდომა დავუშვით, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მოვახერხეთ 3 ქულის აღება. ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ქჰონდა, როგორც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ისე ფსიქოლოგიურად, ახლა უკეთ მოვემზადებით პირადი კონკურენტის "ნაპოლის" მისაღებად."

ლუკა ანტონინი: "ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევძელით 3 ქულის აღება, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა "მილანისთვის", მე მჯერა ჩემი გუნდის და ჩვენი წარმატებების." – ანტონინიმ აგრეთვე მოკლედ ისაუბრა ორ თანაგუნდელზე, პატოზე და ბოატენგზე. "პრინსი და პატო ჩვენი გუნდისთვის 2 მნიშვნელოვანი ფიგურაა, პატო ბრწყინვალე ფეხბურთელია, რაც მან დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, მან შეძლო დღეს ჩვენთვის გამარჯვების გოლის გატანა და ამით ბედნიერი ვარ" .

კევინ პრინს ბოატენგი: "მოხარული ვარ, რომ მინდროს დავუბრუნდი, თავს მშვენივრად ვგრძნობ. გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ამ 3 ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე. ახლა ჩვენ დავიწყებთ მომზადებას "ნაპოლისთან" თამაშისთვის. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ პატოს გოლის გამო. ამ გამარჯვებაში დიდი როლი ფანებმა ითამაშეს, ჩვენ მოვუწოდებდით მათ დახმარებისკენ, რადგან ვიცოდით ეს გვჭირდებოდა და მათაც დიდი სამსახური გაგვიწიეს. "

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება. გუნდმა ვერ ჩაატარა საუკეთესო მატჩი მაგრამ მთავარია 3 ქულა ავიღეთ. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მას შემდეგ რაც საკუთარ მოედანზე დავმარცხდით "ტოტენჰემტან". მეორე გოლი იმის დასტური იყო რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით მოსაგებად. ეს არ იყო ადვილი მაგრამ ჩვენ ეს შევძენით".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (134)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი