იგუანს რაულზე მეტი გოლი გააქვს

ფეხბურთი 23-ოქტ, 20:119 beqa_beqa 2004


დღევანდელი დაპირისპირება უფრო და უფრო საინტერესო ხდება. კანალესი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, მარსელო თეთრ ფორმას მეასედ მოირგებს და კიდევ ერთი იგუანი ძალიან ახლოსაა 70 - ე, ხოლო რონალდუ კი მე - 40 გოლთან.

იგუანმა 6 შეხვედრაში "რასინგს" 4 გოლი გაუტანა, საშუალოდ 0,66. ეს არის მისი მეხუთე საუკეთესო მაჩვენებელი "მალაგას" (1,8), "ხეტაფე" (1,2: 6 გოლი 5 შეხვედრაში), "ატლეტიკი" (1: 5 გოლი 5 შეხვედრაში) და "ატლეტიკო" (0,8: 4 გოლი 5 შეხვედრაში).

იმ შემთხვევაში თუ "პიპიტა" დღეს მოედანზე გამოვა ეს იქნება მისი 152 - ე მატჩი "რეალის" რიგებში, მეტიც თუ გოლს გაიტანს მის აქტივში ეს 70 - ე გამოდგება. ეს ყველაფერი კიდევ ბევრს არ ნიშნავს. სტატისტიკის თანახმად არგენტინელს თითო მატჩში საშუალოდ 0,66 გოლი გააქვს. თუ ამავე ციფრს რაულის საერთო შედეგთან შევადარებთ აღმოჩნდება, რომ "ელ კაპიტანოს" თითოეულ მატჩში საშუალოდ 0,43 გოლი გაჰქონდა (323 გოლი 741 ოფიციალურ შეხვედრაში). თუ ამ სტატისტიკას დავეყრდნობით, გამოვა, რომ იგუანი გაცილებით მეტს აღწევს, ვიდრე რაული. გასულ წელს იგუმ 29 გოლის გაიტანა მეტოქეთა კარში და მადრიდელთა რიგებში რონალდუს (33 გოლი ოფიციალურ შეხვედრაში) შემდეგ საუკეთესო მაჩვენელებლით მეორე პოზიციას დასჯერდა.

საინტერესოა ისიც, რომ მადრიდული დუელი, რონალდუსა და იგუანის თანხლებით კვლავ საუკეთესოა ევროპაში. ეფექტურობა: იგუანმა კარის მიმართულებით 38 - ჯერ დაარტყა და 4 გოლი გაიტანა, რონალდუმ ზუსტად 8- ჯერ და მეტოქის კარი მხოლოდ 6 - ჯერ დალაშქრა. წელს არგენტინელმა 7 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, საერთო ჯამში მას უკვე 69 გოლის აქვს "რეალის" რიგებში. იგი "რასინგის" წინააღმდეგ 70 - ე გოლის გატანას შეეცდება.

რონალდუმ 7 გოლი გაიტანა ოქტომბირს თვეში:

რონალდუმ ოქტომბრის თვეში უკვე 7 გოლი გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თვე ჯერ კიდევ არ გასულა. ორი გოლი "დეპორტივოსთან" (3 ოქტომბერი), თითო გოლი დანიასთან (8 ოქტომბერს) და ისლანდიასთან (სამი დღის შემდეგ) და ორი გოლი "მალაგასთან" (18 ოქტომბერს). საერთო ჯამში მას "რეალში" ზუსტად 39 გოლი აქვს გატანილი, 45 შეხვედრაში, რაც საშუალოდ, 0,86 - ს უდრის.

წყარო: As.Com


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 24 ოქტომბერი 2010 01:57
იგუმ დგესაც გაიტანა
beqa_beqa 23 ოქტომბერი 2010 23:59
რეალმა 6 1 მოიგო



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2020 (9)
ნოემბერი 2020 (263)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
სიტი-რეალი