დღის ახალი ამბები

11 წუთში შვედებთან შეხვედრაში მიქაუტაძემ ტრავმა მიიღო

11 წუთში შვედებთან შეხვედრაში მიქაუტაძემ ტრავმა მიიღო
26-03-2021, 21:31

შვედეთთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ეროვნულ ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა და ფეხბურთელი მომდევნო ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მსგავსი: საქართველო-ესპანეთი | შეარჩიეთ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა სამაგიეროდ, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შვედეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა ჯანმრთელადაა და მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი მატჩისთვის 24 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. შვედეთიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ბათუმის დინამოს მცველი მამუკა კობახიძე შეუერთდა.

საქართველოს ნაკრები 27 მარტს, ესპანეთთან შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს დინამო არენაზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი მთავარი მწვრთნელი, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

წყარო:
საზოგადოებრივი მაუწყებელი




გაზიარება
მოინახულეს 1 380-ჯერ
კომენტარები
რეკლამა