დღის ახალი ამბები

ახალციხელმა სპორტსმენმა ამირან გოგოლაძემ კვლავ გაიმარჯვა

ახალციხელმა სპორტსმენმა ამირან გოგოლაძემ კვლავ გაიმარჯვა
10-10-2023, 14:04

ახალციხელმა სპორტსმენმა ამირან გოგოლაძემ პოლონელი ლუკაშ სივიეცი დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

"2/2 OKTAGON MMA-ში და საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა, ევროპის ცენტრში! ბრძოლა ნაადრევად მინდოდა დამესრულებინა, მაგრამ გამარჯვება გამარჯვებაა და ბედნიერი ვარ ზედიზედ მეორე გამარჯვებით! უღრმესი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს მხარდაჭერისათვის, თქვენი მხარდაჭერა უდიდეს ძალას მმატებს" - წერს სპორტსმენი ფეისბუქზე.

ამირან გოგოლაძემ "OKTAGON MMA"-ში პირველი გამარჯვება 21 მაისს მოიპოვა.

წყარო: tv9news.ge




გაზიარება
მოინახულეს 523-ჯერ
კომენტარები
რეკლამა