დღის ახალი ამბები

რატომ აღნიშნავს კვარაცხელია გოლს მშვილდოსნის ჟესტით...

რატომ აღნიშნავს კვარაცხელია გოლს მშვილდოსნის ჟესტით...
22-10-2023, 15:11

ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გოლის აღნიშვნის ახალ სტილს იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უფრო მეტიც, „ვერონას“ ფეხბურთელებმა თავიდან ეს ჟესტი არასწორად გაიგეს და ფეხბურთელებს შორის კამათიც მოხდა.

ტელეკომპანია DAZN-ი იტყობინება, რომ კვარას ეს ჟესტი MMA-ს ცნობილ მებრძოლ ისრაელ ადესანიას უკავშირდება, რომელიც გამარჯვებას ასე აღნიშნავს.

„სწორედ აქედან მოდის კვარას ახალი აღნიშვნა. საქართველოში MMA ძალიან პოპულარული სპორტია, რომელიც კვარაცხელიასაც მოსწონს. თქვენი აზრით, კვარა დღეს საღამოს UFC294-ს უყურებს?“, - წერს DAZN-ი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას სერია A-ში 8 მატჩში 3 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში (ყველა ტურნირზე 10 მატჩში). „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 17 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 ოქტომბერს, „მილანს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში, „უნიონს“ ესტუმრება.




გაზიარება
მოინახულეს 1 398-ჯერ
კომენტარები
რეკლამა