ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა „უდინეზესთან“ გატანილ გოლზე. ქართველმა თავდამსხმელმა „ნაპოლის“ მოგებაში (4:1) მთავარი როლი ითამაშა – გოლის გარდა, პენალტი მოიპოვა (რომლთაც ნეაპოლელებმა ანგარიში გახსნეს) და საგოლე გადაცემაც შეასრულა.
„ნაპოლიმ“ მეტოქე პიოტრ ზელინსკის, ვიქტორ ოსიმენის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი სიმეონეს გოლებით 4:1 დაამარცხა.
კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ არ გაუტანია, რამაც გულშემატკივრებში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ „უდინეზესთან“ გოლმა იმედი გააჩინა, რომ ქართველმა რთული პერიოდი გადალახა და თავდაჯერებას დაიბრუნებს.
ხვიჩამ გოლსა და „უდინეზესთან“ გამარჯვებაზე პირველი კომენტარი ტელეკომპანია DAZN-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
„რა თქმა უნდა, მომენატრა ეს გრძნობა. ასეთი ხანგრძლივი უგოლო სერიის გამო ყველა ფეხბურთელი ინერვიულებდა, მაგრამ მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე.
„სასუოლოს“ შემდეგ ეს პირველი მოგება იყო და ასე უნდა განვაგრძოთ. მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტეთ, უნდა დავუბრუნდეთ ისეთ ფეხბურთს, როდესაც ბურთს ვაკონტროლებთ. ვფიქრობ, დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ.
აჩვენა თუ არა ცუდი სტარტის შემდეგ დღეს „ნაპოლიმ“ თავისი ნამდვილი სახე? შეიძლება, ასეცაა. ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა დღეს, ჩვენ ამ კლუბისთვის ჩვეულ სიმაღლეზე უნდა ვიყოთ. ფორცა, „ნაპოლი““, – ამბობს კვარაცხელია.
„ნაპოლი“ მომდევნო თამაშს 30 სექტემბერს „ლეჩესთან“ გამართავს, ხოლო 3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში, „სტადიო მარადონაზე“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.
1tv.ge/
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად