ფაჩულიამ "ორლანდოსთან" ფარზე იყოჩაღა

კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი / NBA 01-აპრ, 17:559 Eke 2137


ზაზა ფაჩუიას "ატლანტა ჰოუქსმა" დღეს, გამთენიისას პრინციპული მეტოქე დაამარცხა. ჯორჯიელებმა საკუთარი, სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონის ლიდერ "ორლანდოს" მოუგეს - 85:82. ამ გამარჯვებას სატურნიროზე მეტად ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან "ატლანტა" "ორლანდოს" დამწევი არაა, თუმცა ამ მოგებით პლეი ოფის წინ დადებითი განწყობა შეიქმნა. მართალია, პლეი ოფის დაწყებამდე ჯერ ერთი თვეა, მაგრამ თითქმის გარკვეულია, რომ "ატლანტა" რეგულარულ ჩემპიონატს მე-5 ადგილზე ჩაამთავრებს.

რაც შეეხება აღნიშნულ მატჩს, მასში ფაჩულიამ 14 წუთზე ოდნავ მეტ ხანს ითამაშა და საკმაოდ კარგადაც გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 საჯარიმოც მოაყოლა და შეხევრა 5 ქულით დაასრულა. თუმცა ის ფარქვეშ უფრო აქტიური იყო და თავის გუნდში მოხსნების მხრივ მეორე იყო. ალ ჰორფორდს, რომელმაც 45 წუთი ითამაშა, 9 მოხსნა ჰქონდა, ხოლო ფაჩულიამ 7 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიხეთა.

მომდევნო მატჩში "ატლანტა" აღმოსავლეთ დივიზიონის კიდევ ერთ ლიდერთაგან "ბოსტონს" უმასპინძლებს. შეხვედრა ხვალ გამთენიისას გაიმართება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 1 აპრილი 2011 18:35
მაგ თამაშს ვუყურე და კარგად ითამაშა, უბრალოდ მეტი ნდომა უნდა და მეტს მიახწევს , ნდობა არ აქვს და თავს თავზე ვერ იღებს თამაშს ასე მგონია მე
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
slim4me 1 აპრილი 2011 17:58
კატეგორია მიუთთე სწორად : )



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (150)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი