ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას UFC 270-ზე რუსი მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, თუმცა მათი ბრძოლა ჩაიშალა, რადგანაც მოვსარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ილიას მეტოქე მალევე გამოუჩნდა, ევლოევი კანადელმა შარლ ჟურდენმა ჩაანაცვლა, თუმცა ეს ბრძოლაც ჩაიშალა, რადგანაც ილიას წონის კლების პროცესში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. თოფურია ექიმების რეკომენდაციით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბოლო ინფორმაციით თავს კარგად გრძნობს
ევლოევის ბრძოლიდან ჩახსნის შემდეგ, თოფურიამ ტვიტერში ვიდეომიმართვა გაავრცელა და რუს მებრძოლს დასცინა. როგორც ილიამ აღნიშნა, ის აპირებდა, რომ ოქტაგონზე ევლოევისთვის თავი მოეძრო.
თოფურიასა და ჟურდენის ბრძოლის გაუქმებას UFC-ს ლეგენდა ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოეხმაურა. მან ინსტაგრამის გვერდზე Redfurymma_official-ზე კომენტარი დატოვა, სადაც დაწერა, რომ ახლა მოვსარ ევლოევის დრო იყო. 'მოვსარ, ახლა შენი ჯერია', - წერს ხაბიბი. ნურმაგომედოვმა ამით ევლოევს უთხრა, რომ იმ ვიდეოსთვის პასუხი გაეცა, რომელიც თოფურიამ გაავრცელა.
როგორ გამოეხმაურა ხაბიბ ნურმაგომედოვი ილია თოფურიას ამბავს
22-01-2022, 12:49
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად