რიჩი დიქსონმა კანადასთან მატჩის წინ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა

სიახლეები / სხვა სახეობები / რაგბი 20-ნოე, 09:139 Sportnews 1852


საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 20 ნოემბერს კანადასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. მანამდე კი ორივე ნაკრების თავკაცმა, ის 22-კაციანი შემადგენლობები ჩამოწერა, რომლებიც ერთმანეთს ეროვნულ სტადიონზე 14:00 საათიდან დაუპირისპირდებიან. მომავალი შეხევდრა ორივე გუნდისათვის უმნიშვნელოვანესია. კანადელებს არ დაუმალავთ, რომ ნოემბერში გასამართი ოთხი მატჩიდან ყველაზე დიდ მნიშვნელობას  "ბორჯღალოსნებთან" თამაშს ანიჭებენ.


აქამდე კანადელებმა ბელგიას და ესპანეთს იოლად სძლიეს, ხოლო თბილისიდან გამგზავრების შემდეგ ლისაბონში პორტუგალიას შეერკინებიან. დღეისათვის 69,62 სარეიტინგო ქულით, კანადელებს რაგბის მსოფლიო საბჭოს რეიტინგში მე-14 ადგილი უკავია, საქართველოს კი 66,38 ქულა აქვს და მე-17 საფეხურზეა. 


მომავალი დაპირისპირება ამ გუნდებისათვის მეორე იქნება. პირველი ჯახი 2009 წლის "ჩერჩილის თასის" გათამაშებაში შედგა და კანადელებმა 42:10  იმძლავრეს. მაშინ "ბორჯღალოსნები" ძლიერ შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ და ახლა თითქმის ოპტიმალური ძალებით ღირსეული რევანშის აღებას ეცდებიან. 

20. ნოემბერი. თბილისი. "ბორის პაიჭაძე". ტესტ მატჩი
საქართველო - კანადა (14:00 საათი)

საქართველოს ნაკრები კანადის წინააღმდეგ: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი ("გურდონი", საფრანგეთი, 64 კეპი), 14. ირაკლი მაჩხანელი ("მაკონი", საფრანგეთი, 41), 13. ირაკლი ჩხიკვაძე ("აია", ქუთაისი, 20), 12. თედო ზიბზიბაძე ("პერიგო", საფრანგეთი, 50), 11. ლექსო გუგავა ("ლელო", თბილისი, 13), 10. ლაშა მალაღურაძე ("ბეზიე", საფრანგეთი, 25), 9. ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი", საფრანგეთი, 66); 1. დავით ხინჩაგიშვილი ("ბრივი", საფრანგეთი, 30), 2. აქვსენტი გიორგაძე ("კასტრი", საფრანგეთი, 57), 3. დავით ზირაქაშვილი ("კლერმონი", საფრანგეთი, 22), 4. შალვა სუთიაშვილი ("მასი", საფრანგეთი, 13), 5. ლევან დათუნაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი, 35), 6. გრიგოლ ლაბაძე ("გრასი", საფრანგეთი, 61), 7. გიორგი ჩხაიძე ("მონპელიე", საფრანგეთი, 41), 8. ბესიკ უდესიანი ("მაკონი", საფრანგეთი, 39).

სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი ("ფარულ კონსტანცა", რუმინეთი, 27), 17. გოდერძი შველიძე ("მონპელიე", საფრანგეთი, 55), 18. გიორგი ნემსაძე ("მონტობანი", საფრანგეთი, 17), 19. სიმონ მაისურაძე ("ვილერბანი", საფრანგეთი, 13), 20. ბიძინა სამხარაძე ("ფარულ კონსტანცა", რუმინეთი, 49), 21. დავით კაჭარავა ("ნიცა", საფრანგეთი, 36), 22. მერაბ კვირიკაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი, 45).

მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
მწვრთნელის ასისტენტი: დონალდ კასკი, ილია მაისურაძე
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ტექნიკური მრჩეველი: მაიკლ ბრედლი
ფიზმომზადების მწვრთნელი: მარკ დიქსონი    
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე

კანადის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ: 15. კირან ჰერნი, 14. ჯუსტინ მენსაჰ-კოკერი, 13. დტჰ ვან დერ მერვე, 12. ფილიპ მაკკენზი, 11. ჯეიმს პრიტჩარდი, 10. კონორ ბრეიდი, 9. სეან ვაიტი; 1. კევინ ტკეჩუკი, 2. პეტ რიორდანი, 3. ჯეისონ მარშალი, 4. ჯოშ ჯექსონი, 5. ჯებ სინკლერი, 6. ჩაუნსეი ოტოლე, 7. ადამ კლებერგერი, 8. აარონ კარპენტერი.

სათადარიგოები: 16. ტომ დოლეზელი, 17. ენდრიუ ტიდმანი, 18. ჯონ პელანი, 19. ტაილერ ჰოტსონი, 20. სეან მიხაელ სტეფენი, 21. ჯეიმი მაკკენზი, 22. ნიკ ბლევინსი.

მთავარი მწვრთნელი: კირან კროული
მწვრთნელები: ნეილ ბარნსი, კლივ გრიფიტსი




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (247)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი