საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ლამის ყოველ წამს ვრცელდება. ამ ინფორმაციულ ნაკადში ერთი კონკრეტული დეტალი დააზუსტა რუსულმა გამოცემამ, რომელიც ამტკიცებს, რომ „მილანის“ და ყაზანის „რუბინის“ მოლაპარაკებისას ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის კონკრეტული თანხა დასახელდა. მანამდე მოლაპარაკებების პროცესზე სიახლე ესპანურმა Todofichajes-მა გაავრცელა.
„სეზონი დასასრულს უახლოვდება და „მილანში“ უკვე ზაფხულის ტრანსფერებზე ფიქრობენ. იტალიურ კლუბს სურს, გუნდში ახალი კარგი მოთამაშეები დაიმატოს და „სატრანსფერო ფანჯრის“ გახსნისთანავე ახალი სახელებით გაძლიერდეს. TodoFichajes–ის ინფორმაციის თანახმად, „მილანმა“ ყუბანის „რუბინთან“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის მიზნით მოლაპარაკებები გააქტიურა. ქართველი თავდამსხმელი რამდენიმე დიდი ევროპული კლუბის სამიზნეა, როგორებიც არიან „ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ და აშკარაა, ამ საკითხის სასწრაფოდ მოგვარება აუცილებელია“, – ამტკიცებს Todofichajes.
საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ იტალიური კლუბის დაინტერესებაზე რუსულმა „სპორტ-ეკსპრესმა“ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი დააკონკრეტა.
„იტალიელებმა ყაზანის „რუბინთან“ მოლაპარაკებების პროცესი დააჩქარეს და ამ მხრივ სერიოზული პროგრესია. ტრანსფერის ღირებულება 19 მილიონ ევროს შეადგენს“, – წერს ცნობილი რუსული სპორტული გამოცემა.
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად