ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნობელ არუსტამიანის Youtube-არხთან ინტერვიუში ახლო წარსულში შეყვარებულის შესახებ ისაუბრა.
როგორ გაიცანი ის?
– ჩემი მეგობრის მხრიდან გავიცანი და უკვე 1 წელია ვიცნობ. უკვე დიდი ხანია, რაც ერთად ვართ.
რამდენად ხშირად სწერთ ერთმანეთს და კონტაქტობთ? თქვენ ფეხბურთელი ხართ და ხშირად სხვადასხვა ადგილას გიწევთ ყოფნა…
– ფეხბურთელის მეუღლეებმა ან მომავალმა ცოლებმა კარგად იციან, რომ ფეხბურთელის ცოლობა არ არის ადვილი, იმიტომ, რომ მათ ყოველდღიურად არ შეუძლიათ დაურეკონ ან მისწერონ თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რადგან მათ აქვთ ვარჯიშები და თამაშები. ჩემმა შეყვარებულმა ეს კარგად იცის და ყველაფერი გააზრებული აქვს.
მატჩის წინ შეუძლია whatsapp-ში მოგწეროს?
– რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებთან და საცოლესთან საუბარი შემიძლია, მაგრამ დიდხანს არა.
გააცანი უკვე მშობლებს?
– კი, გავაცანი.
ხელი უკვე სთხოვე?
– ხელი არ მითხოვია, მაგრამ დიდი ხანია უკვე ურთიერთობა მაქვს და კარგად ვიცნობ.
– რა ჰქვია შენს შეყვარებულს?
ნიცა.
ძალიან ლამაზი სახელია…
– ნამდვილად.
მუშაობს თუ სწავლობს შენი შეყვარებული?
– სწავლობს სამედიცინოზე… თითქმის სულ ლექციები აქვს, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა აქვს.
ძალიან ემოციურად გგულშემატკივრობს?
– ძალიან ემოციურია და გოლს რომ გავიტან, შესაძლოა, იტიროს კიდეც.
“სამედიცინოზე სწავლობს და..” – ეს ულამაზესი გოგონა ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებულია (ფოტოები)
30-08-2022, 13:09
გაზიარება
მოინახულეს 1 483-ჯერ
კომენტარები
25-04-2024 19:47
23
ვაჟა მარგველაშვილმა თურქი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)
ვრცლად
24-04-2024 10:32
184
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
334
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
919
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად