ტატიშვილი წყვილებშიღა იბრძვის

სიახლეები / ჩოგბურთი 11-თებ, 19:299 beqa_beqa 1669


ანა ტატიშვილმა მიდლენდის 100-ათასიანი ტურნირი პირველ ნომრად განთესილ ვარვარა ლეპჩენკოს გარეშე კი დატოვა, თუმცა მე-2 წრეში უფრო სუსტს, ჩეხ ლუსი ჰრადეცკას ვერ გაუმკლავდა და 3:6, 5:7 წააგო. სამაგიეროდ, ქართველი ჩოგბურთელი წარმატებულად ასპარეზობს წყვილთა ტურნირში, სადაც ამერიკელ ჯემი ჰემპტონთან გახლავთ შეამხანაგებული.
ტატიშვილმა და ჰემპტონმა მე-3 ნომრად განთესილ რუს პერვაკსა და თურქ სენოღლუს 6:0, 6:2 სძლიეს და ნახევარფინალში გააღწიეს.
ქართულ-ამერიკული დუეტის მორიგი მეტოქე, მე-2 ნორად მიჩნეულ ბორველი-ნეიგლისა (დ.ბრიტანეთი/აშშ) და როლე-ვაშინგტონის (ორივე – აშშ) წყვილების შერკინებაში ირკვევა.
წარმატებული პერიოდი უდგას ეკატერინე გორგოძეს, რომელმაც გასული კვირის ჩათვლით, ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო და ესპანეთის ქალაქ მალიორკაში მიჯრით მე-2 10-ათასიანი ტურნირის მოსაგებად იბრძვის.
ამჯერად, გორგოძემ მე-2 ნომრად განთესილ იტალიელ კლაუდია ჯიოვინეს 3:6, 6:4, 6:4 მოუგო და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც ვენესუელელ ანდრეა გამიზს ეთამაშება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (139)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი