ისრაელი – საქართველო 1–0

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / ევრო-2012 30-მარ, 18:529 Eke 2651


ესესაა დასრულდა მატჩი ისრაელისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის,რომელიც ჯვაროსნებმა ანგარისით 1-0 დათმეს...

მატჩის პირველი ნახევარი მოსალოდნელი სცენარით მიმდინარეობდა და საქართველოს ნაკრები მეორე ნაკრების როლს თამაშობდა.ჯვაროსნები ხშირად ცდილობდნენ მეტოქის საჯარიმოში კენტად დარჩენილი მარცვალაძისათვის ბურთის მიწოდებას,როგორც ჩანს ჯვაროსანთა დამრიგებელს ეს ტაქტიკა თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა და მართლაც ერთი-ორჯერ გაამწვავა კიდევაც თამაში ოთარ მარცვალაძემ,მაგრამ გამწვავება გამწვავებად დარჩა და ჩვენდა სამწუხაროდ ვერ მოახერხეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ებრაელთა კარის დარაჯის დამწუხრება.

ებრაელთა შეტევის ძირითად მიმართულებას მარცხენა ფლანგი წარმოადგენდა და ჰქმნიდნენ კიდევაც მატჩის მასპინძლები საგოლე მომენტებს,მაგრამ მომენტი მომენტად რჩებოდა მთელი პირველი ნახევრის მანძილზე და გუნდებს თამაში ურთეირთშეტევებში მიჰყავდათ,მაგრამ უნდა ვაღიაროთ,რომ ებრაელთა მცირედი სათამაშო უპირატესობით.
ისრაელი – საქართველო 1–0

მეორე ნახევრის დაწყებიდანვე თამაშში ჩაერთო დავით კვირკველია,რომელმაც მურთაზ დაუშვილი ჩაანაცვლა.ალბათ ჩემს მსგავსად ყველა ელოდებოდა,რომ მატჩის მეორე ნახევარში მაინც გადაერთვეობდა საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველი ნაკრების სათამაშო სტილზე,მაგრამ ჯვაროსნებმა თამაში იგივე სტილითა და ტაქტიკით გააგრძელეს,მეორე ტაიმიც მსგავსად პირველისა ორმხრივ შეტევებში წარიმართა,მცირედი ებრაელთა სათამაშო უპირატესობით,რასაც მოჰყვა კიდევაც მატჩის 59 წუთზელ თალ ბენ ჰაიმ 2-ის მიერ გატანილი გოლი და ანგარიში 1-0 მასპინძელთა სასარგებლოდ...
ისრაელი – საქართველო 1–0

მოდით ნუ დავუკარგავთ ხორვატიასთან გამარჯვებულ და ამასთანავე გადაღლილ ჯვაროსნებს და ვაღიაროთ,რომ ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ,ნუ დავუკარგავთ ნუკრი რევიშვილს მის გარჯას და ბრწყივნალე "სეივებს" და ნუ განვსჯით მხოლოდ ერთი თამაშით ჩვენ ნაკრებს,ნუ ავიყვანთ ნაკრების წევრებს ერთი მარცხის გულისთვის გილიტიონზე და ჩემი თხოვნაა თითოეულიი მკითხველისადმი ვიყოთ რეალისტები და რახან ხორვატიის ნაკრები დავამარცხეთ ,ასე უცბადაც ნუ მოვთხოვთ ჩვენ ნაკრებს ჯერჯერობისთვის ძალზედ ბევრს
ისრაელი – საქართველო 1–0

ისრაელი: ავატი, ბონდარვი, ბენ-ჰაიმი, გერშონი, ნატჰო(ბენ-ჰაიმი, 52), კაიალი, კოენი, რაფაელოვი(ვერმუტი, 63), ბარდა(ბენაიუნი, 71), ბუცაგლო, კეინანი.
მთავარი მწვრთნელი: ლუის ფერნანდესი

საქართველო: რევიშვილი, სალუქვაძე, ხუბუტია, კალაძე, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კანკავა, დაუშვილი(კვირკველია, 46), იაშვილი(დვალიშვილი, 63), კობიაშვილი, მარცვალაძე(სირაძე, 73).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
გაფრთხილება: ამისულაშვილი (44); მარცვალაძე (45); ალმოგ კოენი (62); ბონდარვი (76); კობიაშვილი (89)
გოლი: ჰაიმი (59წთ.1–0)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 30 მარტი 2011 19:00
FCB,
კი , მანდ რა სიხარულიც მოუტანეს ქართველმა ფეხბურთელებმა ქართველ ერს , რავი , ამაზე უკეთესი წარმატებები დაგავიწყებს ამ სიხარულს დამიჯერე
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
slim4me 30 მარტი 2011 18:46
sad
==========================
Livera 30 მარტი 2011 15:55
უგულოდ ნათამაშები თამაში და შედეგიც სახეზეა
FCB 30 მარტი 2011 14:11
ამის მერე ფარერებთანაც რო წააგონ ის სიხარული რაც ხორვატიასთან მქონდა კუბოს კარამდე გამყვება..
aleee999 30 მარტი 2011 13:50
არაუშავს მთავარი თამაშები აწი გველის და აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მე ამის მჯერა
Sportnews 30 მარტი 2011 13:24
shakoshoki,
მართალი ხარ , არაა კონფლიქტების დრო , რადგან რესურსი ისედაც ცოტაა და კიდევ პრობლემები ზედმეტია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
shakoshoki 30 მარტი 2011 09:38
ბიჭებს შექება და მადლობა. არაფერი არ არის დაკარგული, უბრალოდ წაუგებლობას მიგვაჩვია ქეცბაიამ და ამიტო დაგვწყდა გული, მაგრამ არაუშავს შანსი გვაქვს.
ლატვია მალტა და საბერძნეთი უნდა დავამარცხოთ და გავალათ ჯგუფიდან.

კომპლიქტების დრო არ არის ბიჭებო,ამთელი საქართველო გიყურებთ და გვერდით გიდგათ, ნუ გაახარებთ მტრებს და მოაგვარეთ კომპლიქტი ერთმანეთში. გოგუა ნაკრებს ჭირდები და შენი იმედი აქვს.

ქეცბაია მადლობა რომ ქართველებს დიდი სიხარული და იმედი მოგვეცი.

8 7 გაუმარჯოს საქართველოს
Sportnews 30 მარტი 2011 00:22
Jamaica...,
ჯოს , ჯოს , ჯოს 8
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Eke 29 მარტი 2011 23:51
You never walk Alone
8
ქართველი... 29 მარტი 2011 23:45
მაინც 8 გაუმარრრრ.....



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (166)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი