მადრიდის "რეალისთვის" სეზონი უტიტულოდ დასრულდა, "სამეფო გუნდმა" წლევანდელ სეზონში ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტების და ქომაგთა უმრავლესობის აზრით ზიდანი გუნდში დარჩენას მაინც იმსახურებს, ამას კი თავისი მიზეზები აქვს.
1. მადრიდის "რეალის" ხემძღვანელობას ამ ეტაპზე გაუჭირდება ისეთი მწვრთნელის პოვნა, რომელსაც გუნდში ისეთივე ავტორიტეტი ექნება, როგორიც ზიდანს. ბევრის აზრით ფრანგის წარმატების მთავარი საიდუმლო სწორედ მისი ავტორიტეტია.
2. ზიდანმა დაამტკცა, რომ მისი გუნდი ტიტულისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, განურჩევლად იმისა თუ როგორი შემადგენლობა ეყოლება და რამდენ ტრავმას მიიღებენ მისი ფეხბურთელები სეზონის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ ამ წელს ჯამში "რეალის" ფეხბურთელებმა 60-ზე მეტი ტრავმა მიიღეს.
3. ზიდანმა ყველაზე კარგად იცის თუ როგორ ეთამაშოს "ბარსელონას" , ფრანგი სპეციალისტის მეთაურობით "რეალის" გულშემატკივარი "ელ კლასიკოში" გამარჯვებებით განებივრებულია. ეს ძალიან დიდი პლუსია ზიზუსთვის.
4. აქამდე ჩატარებულ ყველა სეზონში ზიდანის დამოძღვრილი "რეალი" მინიმუმ ერთ ტიტულს მაინც იგებდა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გუნდმა სეზონი უტიტულოდ დაასრულა, ასე რომ ფრანგი სწორედ ამიტომაც იმსახურებს მეორე შანს.
5. ბოლო რამდენიმე წელია "სამეფო გუნდში" გაახალგაზრდავების და გარდაქმნის პროცესი მიდის, ზიდანზე კარგად არავინ იცის თუ რომელ ფეხბურთელს უნდა დააეყრდნოს გუნდი სამომავლოდ და რომელი ფეხბურთელია გასაშვები.
5 მიზეზი თუ რატომ უნდა დარჩეს ზიდანი "რეალის" მწვრთნელად
23-05-2021, 13:25
გაზიარება
მოინახულეს 506-ჯერ
კომენტარები

08-05-2022 10:41
160
"რეალი" მოდრიჩს თანამშრომლობის გაგრძელებას შესთავაზებს
ვრცლად

08-05-2022 09:28
4 149
ასე ერთობიან გრასიანო პელე და მისი მეგობარი გოგონა სანაპიროზე
ვრცლად

06-05-2022 18:05
602
მბაპეს დედამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა
ვრცლად

05-05-2022 15:49
1 037
4 სიტვა, რომელიც ანჩელოტიმ პერესს თამაშის შემდეგ უთხრა
ვრცლად