მარტის სანაკრებო ბატალიები საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან დაპირისპირებით დაასრულა. ჯვაროსნების დამრიგებელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან ნაომარ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა – ვაკო გვილიას ნაცვლად, სასტარტოში ადგილი გიორგი აბურჯანიას ანდო. ფრანგმა სპეციალისტმა აბურჯანია შვედეთთან პირველ მატჩშიც დააყენა, თუმცა მაშინ ესპანური „კართაგენის“ ფეხბურთელმა დიდად თავი ვერაფრით გამოიჩინა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ერთი გოლის თამაში იყო და არც საქართველოს ნაკრები იჯდა ყრუ დაცვაში. უფრო მეტიც – თამამად შეიძლება ითქვა, რომ ვილი სანიოლის გაწრთვნილები მეორე ნომრად სულაც არ თამაშობდნენ და საკმაოდ მწვავედაც უტევდნენ.
76-ე წუთზე საბერძნეთის ნაკრები დაწინაურდა, თუმცა გოლი მასპინძლებს არ გაუტანიათ. ამაში ბერძნებს ოთარ კაკაბაძე დაეხმარა, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა. ზუსტად ორ წუთში კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა. საქართველოს ნაკრების ბრილიანტმა მეტოქის დაცვა გააბითურა და მოხდენილი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
სოციალურ ქსელში აიტაცეს კადრი, სადაც დაფიქსირებულია რას აკეთებს გურამ კაშია მოედანზე, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის კარში გოლი გაიტანა.
როცა ყველა კვარაცხელიას გოლს აღნიშნავდა, ნახეთ რა გააკეთა კაშიამ მოედანზე – ეს ჟესტი დასაფასებელია
1-04-2021, 10:22
გაზიარება
მოინახულეს 742-ჯერ
კომენტარები
25-04-2024 19:47
534
ვაჟა მარგველაშვილმა თურქი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)
ვრცლად
24-04-2024 10:32
202
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
346
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
932
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად