დღის ახალი ამბები

სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშრებით გავრცელდა

სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშრებით გავრცელდა
26-03-2021, 11:24

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო. ჯვაროსნებმა სტუმრად შვედეთში 0:1 წააგეს. ერთადერთი გოლი, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ზუსტი პასით ვიქტორ კლაესონმა გაიტანა.

გულშემატკივრებში დიდი მითქმა-მოთქმა და გაკვირვება გამოიწვია, შესვენებაზე ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლამ. ვილი სანიოლმა კვარაცხელიას მაგივრად მოედანზე ოთარ კიტეიშვილი შემოუშვა.

სამწუხაროდ, როგორც ირკვევა 20 წლის ქართველი ტალანტის შეცვლის მიზეზი ტრავმა აღმოჩნდა. „პირველ ტაიმში მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და ვილი სანიოლმა მეორე ნახევრის სტარტზე თამაშში ოთარ კიტეიშვილი ჩართო” – ნათქვამია Nakrebi.ge-ს განცხადებაში.

საქართველოს ნაკრებს 28 და 31 მარტს ესპანეთთან და საბერძნეთთან კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის. ამ ეტაპზე უცნობია დაეხმარება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ გუნდს უახლოეს მატჩებში.

"primesport"




გაზიარება
მოინახულეს 4 820-ჯერ
კომენტარები
რეკლამა