რაიოლა: "კრუიფი არავინაა!"

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 17-ნოე, 10:199 FCB 1739


ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ფეხბურთელის კარგად ნაცნობმა აგენტმა, მინო რაიოლამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი. ამჯერად, მას მხოლოდ პეპ გვარდიოლა აღარ "ეყო" და იოჰან კრუიფსაც გადასწვდა.

სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ კრუიფმა კომენტარი გააკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებით: "კატალონიურ კლუბში თამაში ადვილი არ არის. აქ ესპანეთისგან განსხვავებით სულ სხვანაირ ფეხბურთს თამაშობენ. აქ სპეციფიკური სტრატეგია არსებობს, რომელსაც ფეხბურთელი უნდა შეეწყოს. ეს ტიპიური რთული კულტურაა." ჰოლანდიელმა ლეგენდამ ასევე დასძინა, რომ შვედი ფეხბურთელი იტალიის ფეხბურთისთვის უფროა შესაფერისი.

ასეთ დროს, როგორც ყოველთვის იბრაჰიმოვიჩს ნებსით თუ უნებლიეთ, თავისი აგენტი ასწრებს ხოლმე პასუხს. "იცით, რას ვეტყვი კრუიფს? ჯანდაბამდეც გზა გქონია!" - აცხადებს რაიოლა შვედურ გაზეთთან ინტარვიუში. "ეს კაცი არავინაა" - დაამატა აგენტმა.

რაიოლას აზრით, ჰოლანდიელ სპეციალისტს უკვე არანაირი მოტივაცია და შესაძლებლობა აღარ გააჩნია მწვრთნელის კარიერის გასაგრძელებლად.

რამდენიმე თვის წინ რაიოლამ პეპ გვარდიოლას ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის კურსის გავლა ურჩია. ახლა კი მან პეპს პარტნიორიც გამოუძებნა: "ჩემი აზრით, კრუიფი და გვარდიოლა ერთად უნდა წავიდნენ სამკურნალოდ ჰოსპიტალში. ისინი უბრალოდ უნდა დასხდნენ და ბანქო ითამაშონ. ამით ისინი კატალონიურ კლუბს დიდ სამსახურს გაუწევენ. არსებობს ბავშვეის თამაში სახელად "მეხსიერება". სწორედ ამ თამაშს ვურჩევ მე ამ ხალხს."

საბოლოოდ კი მინომ კრუიფს კითხვით მიმართა: "რატომ არ თქვა მან ეს, სანამ ზლატანს ესპანეთში გადაიყვანდნენ?"


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი