თემურ ქეცბაიამ, რომელიც ამჟამად კვიპროსულ ანორთოსისს წვრთნის, ბერძნულ მედიას ინტერვიუ მისცა და ვილი სანიოლის გუნდზე ესაუბრა.
საბერძნეთის და საქართველოს ნაკრებები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო B ჯგუფში მეტოქეები არიან და ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 31 მარტს, სალონიკში გაიმართება. ქეცბაიას, რომელიც საბერძნეთში ჯერ თამაშობდა (აეკ-ი), შემდეგ კი მწვრთნელადაც (ოლიმპიაკოსსა და აეკ-ში) მუშაობდა, ადგილობრივი მედიისთვის საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.
"საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს, ახალი მწვრთნელითა (ვილი სანიოლი) და შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით. ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრებს შვედეთთან გაუჭირდა, მაგრამ მომეწონა გუნდის სათამაშო სტილი. გუნდი მომენტებს ქმნიდა და დამაგვირგვინებელ ფაზაში ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, ქულასაც იოლად მოიპოვებდა.
არ ვიტყოდი, რომ საქართველოს ნაკრები სრულებით შემტევი გუნდია. ის ყურადღებას დაცვას უთმობს, თამაშობს ორგანიზებულად და ეძებს შეტევაში შესაძლებლობებს. კონკრეტულ მოთამაშეებს არ გამოვარჩევ. როგორც აღვნიშნე, შემადენლობაში არის ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც განვითარების კარგი პერსპექტივა აქვთ.
საბერძნეთის ნაკრებს საქართველოს დაუფასებლობა არ არგებს და თამაშს სერიოზულად უნდა მიუდგეს, რომ არ დაზარალდეს"
"ამას არ გაპატიებთ" - თემურ ქეცბაია ბერძნებს აფრთხილებს
კომენტარები
22-11-2024 23:04
5 872
გიორგი მამარდაშვილი ახალდაბადებული შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს
ვრცლად
22-11-2024 15:02
1 208
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
358
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
10 884
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად