<<>>

რუსეთი-საქართველოს რაგბის მატჩის ტელერეპორტაჟს ვერ ვიხილავთ

რაგბი 17-მარ, 16:099 Sportnews 4923


17 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთში გამგზავრების წინ ლოკომოტივის სტადიონზე ბოლო ვარჯიში გამართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრო.

მინისტრმა ქართველ მორაგბეებს 19 მარტს სოჭში რუსეთის ნაკრებთან გასამართ პრინციპულ მატჩში წარმატებები უსურვა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 12 მარტს რუმინეთის დამარცხებით უკვე მოიპოვა 2011 წლის "ევროპის ერთა თასი", თუმცა რუსეთის ნაკრებთან დაპირისპირებას ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებულად ელის.

რიჩი დიქსონის გუნდი სოჭში 18 მარტს დილით 10:30 წუთზე ჩარტერული რეისით გაფრინდება, მანამდე კი "ბოჯღალოსნებმა" ლოკომოტივის სტადიონზე მწვრთნელთა შტაბის მეთვალყურეობით მონდომებით ივარჯიშეს და სხვადასხვა კომბინაციები დაამუშავეს.

დღესვე 18:00 საათზე რიჩი დიქსონი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" პრესკონფერენციას გამართავს.

19 მარტს თამაში სოჭში, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება პირდაპირ რეპორტაჟს, ქართული მხარის დიდი მცდელობის მიუხედავად ქართველ გულშემატკივარს თამაშის ნახვის საშუალება არ ექნება, რადგან რეპორტაჟს თვითონ რუსული მხარე არ აჩვენებს და შესაბამისად ქართული მხარე სიგნალს ვერ იღებს.

იგეგმება პირადპირი ჩართვები საზოგადოებრივ რადიოს მეორე არხზე - FM 109 და "აფხაზეთის ხმის" ეთერში - FM 98,9.

ლადო ვარძელაშვილი:" მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "ერთა თასი" უკვე მოიგო, რუსეთთან თამაშს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მატჩი რუსეთში ტარდება და ქართველი გულშემატკივარი ამ დაპირისპირებას მოუთმენლად ელოდება. მინდა მორაგბეებს "ერთა თასზე" გამარჯვება მივულოცო და კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება არ მოაკლდებათ. რაგბი სათამაშო სახეობებში გამორჩეულია და მხარდაჭერას და თანადგომას ნამდვილად იმსახურებს".

გია ნიჟარაძე:" თამაშის მნიშვნელობაზე ბევრი ლაპარაკი ზედმეტია. ყველამ იცის ამ თამაშის ფასი. ნაკრები მონდომებით ემზადება და დანარჩენი მოედანზე უნდა გამოჩნდეს. იოლი მატჩი არ იქნება, იმედი მაქვს, რომ თამაშის შემდეგ კომენტარს სიამოვნებით მოგცემთ".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:












მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (91)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი