მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადე, არ დამეფიქსირებინა რაიმე პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, დავდექით იმ სამწუხარო ფაქტის წინაშე, რომ მიმდინარეობს ჩვენს მორაგბეებზე და განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების მოთამაშეებზე, ისევე როგორც სხვა სპორტებზე, სერიოზული ზეწოლა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას შეწყვიტონ ეს ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე, – ამის შესახებ აღნიშულია საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის მიმართვაში.
„იგივეს მოვუწოდებ მორაგბეებსაც, რომ აკეთონ თავიანთი პროფესიული და საყვარელი საქმე, თავისი შრომით და თავდადებით დადონ თითო აგური ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გვასახელონ სხვადასხვა ჩემპიონატებზე თუ ტურნირებზე, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში აგვეწიოს საქართველოს დროშა ამაყად“,- აღნიშნავს ტყემალაძე.
მისივე თქმით, „ნუ დავივიწყებთ იმ პასუხისმგებლობას და მნიშვნელობას, რაც ეროვნული ნაკრების კვართის ტარებაა“.
„მითუმეტეს ბიჭებს წინ მნიშვნელოვანი თამაში ელით 3 მაისს „ლესტერ თაიგერსთან“, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია იმისაკენ, რომ ზუსტად იმ დიდი ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ როგორიც არის „ექვსი ერი“-ს ტურნირი, ევროპის პროფესიონალური სარაგბო კლუბების ჩემპიონატი და ა.შ.
ასევე, გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებებმა შეიძლება, გამოიწვიოს განხეთქილება და დაპირისპირება ნაკრებში, რაც სრულიად დაუშვებელია და დამაზიანებელია იმ მიმართულებისთვის და მიზნისთვის, რისკენაც პატარ-პატარა თუ დიდი ნაბიჯებით, მაგრამ წინ და შეუპოვრად მიიწევს საქართველოს რაგბის კავშირი ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებთან ერთად. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა ითამაშოს ევროპულ ლიგებზე და ტურნირებზე, ამისათვის კი საჭიროა ერთიანობა და გუნდურობა.
გარდა ამისა, მინდა, ყველას შევახსენო, რომ არა „ფონდი ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი დღეს არ ექნებოდათ ბიჭებს ის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები, რაც გააჩნიათ, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგების მიღწევა, რაც გაგვაჩნია. ასევე მთავრობის ხელშეწყობით და მხარდაჭერით არის, რომ დღეს საშუალება გვაქვსს მონაწილეობა მივიღოთ მნშივნელოვან ევროპულ ტურნირებში და ჩვენს ბიჭებს ქონდეთ ღირსეული პირობები ამისთვის. ეს მხარდაჭერა გვაძლევს სიმტკიცეს, რომ კიდევ უფრო მეტი ამბიცია გავიჩინოთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა, რათა ქართული დროშა მსოფლიოს სარაგბო ქვეყნების არენებზე ფრიალებდეს.
მშვიდობა ჩვენს ქვეყანას! და გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“,- აღნიშნულია იოსებ ტყემალაძის მიმართვაში, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
მიმდინარეობს ჩვენს მორაგბეებზე სერიოზული ზეწოლა. მოვუწოდებ ყველას, მისცენ სპორტსმენებს თავიანთი საქმის კეთების საშუალება - რაგბის კავშირის პრეზიდენტი
2-05-2024, 08:16
კომენტარები
07-12-2024 20:54
2
“ის საქართველოდანაა, გულწრფელად გეტყვით რომ…” – რა თქვა ლეგენდარულმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილის შესახებ
ვრცლად
01-12-2024 16:28
347
ითამაშებს თუ არა კვარაცხელია - ნაპოლის შემადგენლობა ცნობილია
ვრცლად
29-11-2024 14:30
457
თორნიკე ძოწენიძე ბოლო 3 ტურია სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის სიმბოლურში ხვდება
ვრცლად
28-11-2024 21:08
507
გიორგი მიქაუტაზემ ევროპის ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
ვრცლად