დღის ახალი ამბები

კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა! - რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ ?

კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა! - რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ ?
28-09-2023, 09:47

გუშინ ხვიჩა კვარაცხელიამ უდაოდ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

"ნაპოლიმ" უდინეზე 4-1 დაამარცხა, თავად ქართველმა შემტევმა ჯერ თერთმეტრიანი მოიპოვა, შემდეგ თავად გაიტანა და ბოლოს კი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

კვარაცხელიამ გუშინდელ მატჩში მაღალი შეფასება მიიღო, გამოცემა whoscored-მა მისი თამაში  9.8 ქულად შეაფასა.

„ნაპოლი“ მომდევნო თამაშს 30 სექტემბერს „ლეჩესთან“ გამართავს, ხოლო 3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში, „სტადიო მარადონაზე“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.




გაზიარება
მოინახულეს 1 299-ჯერ
კომენტარები
რეკლამა