ხვიჩა კვარაცხელია მოედანს უბრუნდება და, შესაძლოა, სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლის“ „სასუოლოსთან“ დაეხმაროს, – ინფორმაციას corriere dello sport-ი ავრცელებს.
„ქართველმა თავდამსხმელმა „ფროსინონესთან“ პირველი ტურის შეხვედრა კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა. „ფროსინონეს“ დამარცხების შემდეგ „ნაპოლის“ მწვრთნელმა, რუდი გარსიამ მოთამაშეები ორი დღით დაასვენა. ამის შემდეგ ნეაპოლელებმა „სტადიო მარადონაზე“ „სასუოლოს“ წინააღმდეგ მატჩისთვის დაიწყეს მზადება.
იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გულდასმით შეაფასებენ, ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველმა სადებიუტო მატჩი კუნთების დაძაბულობის გამო გამოტოვა.
იმის მიუხედავად, რომ პრობლემა მოგვარდა, ხვიჩას მიზანია, რომ ერთი კვირა მაქსიმალურად ივარჯიშოს, რათა „სასუოლოსთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყოს“, – წერს იტალიური გამოცემა.
იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლი“ „სტადიო მარადონაზე“ „სასუოლოს“ 27 აგვისტოს უმასპინძლებს.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ცნობილია ხვიჩა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების თარიღი
23-08-2023, 14:12
გაზიარება
მოინახულეს 1 871-ჯერ
კომენტარები

06-12-2023 13:13
233
აჩი არველაძე და მაწონზე გაშვებული პაოლო მალდინი - ასე თამაშობდა ფეხბურთს ლეგენდარული ქართველი (ვიდეო)
ვრცლად

05-12-2023 16:33
259
„მილანის“ თავდამსხმელი ლეაუ, იტალიაში დაჯილდოების ცერემონიაზე ქვედაკაბით გამოცხადდა
ვრცლად

05-12-2023 13:00
255
როგორ შეხვდნენ ხვიჩა კვარაცხელია და ლუჩიანო სპალეტი ერთმანეთს? - კადრები იტალიურ მედიას იპყრობს
ვრცლად

04-12-2023 14:52
165
რა უპასუხა კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა თუ რატომ ცხოვრობდა კვლავ დედასთან ?
ვრცლად