მოკრივე და მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჯანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. მაშინ ხურციძე კიდევ 14 ქართველთან ერთად დააკავეს. მოგვიანებით სასამართლომ, ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, ხურციძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხურციძე დამნაშავედ ცნეს გამოძალვასა და თაღლითურ გარიგებაში.
მაშინ სასამართლო პროცესზე ბრალდებამ განაცხადა, რომ აქვს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს ავთანდილ ხურციძე კაცს, რომელიც სამართალდამცველების ინფორმატორი იყო. ამასთან, გაირკვა, რომ აღნიშნული კაცი სპორტსმენზე ჩანაწერებს აგროვებდა. პროკურორ ენდრიუ ადამსი მაშინ ამბობდა, რომ ხურციძე რუსული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის რაჟდენ შულაიას მაფიის "კუნთი" იყო ბრუკლინში.
ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.
"მე დავბრუნდი" - სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე, რომელიც აშშ-ში ციხეში იჯდა, თავისუფალია
27-04-2023, 10:15
გაზიარება
მოინახულეს 1 599-ჯერ
კომენტარები
07-05-2024 08:55
682
გიგა ჭიკაძემ სომეხი მეტოქე ერთი დარტყმით ნოკაუტში გაგზავნა (ვიდეო)
ვრცლად
06-05-2024 14:24
3 135
რატომ აღარ იძებნება ბუდუ ზივზივაძე "ფეისბუქზე"? - რას წერს ფეხბურთელი "ინსტაგრამზე”
ვრცლად
06-05-2024 14:16
1 418
ქართველმა მილიარდერმა ინგლისური გუნდი შეიძინა
ვრცლად
04-05-2024 15:33
2 327
"უმაღლესი კლასი!" - ბუდუ ზივზივაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა (ვიდეო)
ვრცლად