დღის ახალი ამბები

"ვინმე დამეხმარეთ..." - რა განცხადებას აკეთებს ამერიკის ციხეში მყოფი ავთანდილ ხურციძე ?

"ვინმე დამეხმარეთ..." - რა განცხადებას აკეთებს ამერიკის ციხეში მყოფი ავთანდილ ხურციძე ?

მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ახლო წარსულში ბრალი ორგანიზებული დანაშაულისა და კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირის გამო დაედო, რის შედეგადაც 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ბოლო ცნობების თანახმად, ხურციძე ციხიდან დახმარებას ითხოვს.

"დამნაშავე არა ვარ და არც თავისუფლების იმედიც არ დამიკარგავს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს "რუსი მაფიოზი" აწერია და სწორედ ასე გამასამართლეს, მიუხედავად იმისა, რომ პროცესს ოთხი ქართველი თარჯიმანი მითარგმნიდა.

ვინმე დამეხმარეთ ან მთავრობას ხმა შეაწვდინეთ. სასჯელს მკვლელებთან და კაციჭამიებთან ვიხდი, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრ საპატიმროში რომ გადამიყვანონ, ვპირდები ქართველ ხალხს, რომ ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით, მაინც პირველი ვიქნები!

"ქუჩის" და "ძველი" ბიჭი არასდროს ვყოფილვარ, სიმართლის, პატიოსნებისა და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და დატაკებულიც ვარ", - წერს მოკრივე.




გაზიარება
მოინახულეს 2 449-ჯერ
კომენტარები
რეკლამა