დღის ახალი ამბები

50-ლარიანი ბილეთი 500 ლარად - რა ხდება ბილეთების შავ ბაზარზე?

50-ლარიანი ბილეთი 500 ლარად - რა ხდება ბილეთების შავ ბაზარზე?
23-03-2024, 20:14

საქართველო-საბერძნეთის მატჩისთვის ბილეთების შეძენა ონლაინ დღეს, 12 საათიდან იყო შესაძლებელი. როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი მოთხოვნის გამო ყიდვის დროს პრობლემები შეიქმნა საიტზეც.
თუმცა ეს ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა. ბილეთები, რომლის ოფიციალური ღირებულებაც 10, 20, 30 და 50 ლარი იყო, გადამყიდველებთან გაათმაგებული ფასით იყიდება.
ფეისბუქ-გვერდზე "ბილეთების შავი ბაზარი" გადამყიდველები აქტიურად წერენ, რომ სურვილის შემთხვევაში 50-ლარიან ბილეთს 500 ლარად გაყიდიან. არის უფრო დაბალფასიანი შეთავაზებებიც, თუმცა შავ ბაზარზე რეალურ ფასთან მიახლოებული შეთავაზებები თითქმის არ არსებობს.




შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს 26 მარტს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება. სწორედ აღნიშნული საფინალო თამაში გადაწყვეტს, ევროპის ჩემპიონატზე რომელი გუნდი იასპარეზებს.




bpn.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 402-ჯერ
კომენტარები
რეკლამა