დღის ახალი ამბები

"ქართველმა ქალბატონმა კვარას თამაშის ყალბი ბილეთები მოგვყიდა" - როგორ მოატყუეს ნაპოლში ლევან სუხიტაშვილი

"ქართველმა ქალბატონმა კვარას თამაშის ყალბი ბილეთები მოგვყიდა" -  როგორ მოატყუეს ნაპოლში ლევან სუხიტაშვილი

- კვარას თამაშის ყალბი ბილეთები იტალიელებმა მოგყიდეს?

- არა, რა თქმა უნდა, ქართველმა ქალბატონმა. ეგ კი არა, ლამის თაღლითობისთვის ჩვენ გვიჭერდნენ.

- შეგიძლია, ამ ამბის შესახებ უფრო მეტი გვიამბო?
- საერთოდ, სანამ საქართველოდან გაემგზავრები, ბილეთების საკითხს ხომ აქედანვე აგვარებ, რადგან გინდა, ყველაფერი გარკვეული გქონდეს. საქართველოში ყველამ, მათ შორის - მეგობრებმაც ვიღაც ქალი მირჩიეს, ვინც ბილეთებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებაში დამეხმარებოდა. მგონი, კატერინა ერქვა. ხომ იცი, გაქნილი აფერისტები როგორები არიან? - უი, ჩემი სუხიტაშვილები, ვგიჟდები თქვენზეო!.. - გვეუბნებოდა... მოკლედ, სტადიონზე თამაშამდე 3-4 საათით ადრე დაგვიბარა. ვუთხარი, - ასე ადრე ვერ მოვალ-მეთქი, თან ბილეთის ელექტრონული ვერსია არ მაღირსა. მეც აღარ ჩავაცივდი, რადგან "მეშინაურებოდა". - ბილეთებს ადგილზე მოგცემთ. მე თუ არა, ჩემი შვილი ან მეგობარი დაგხვდებათო, - დაგვამშვიდა. თავად დავურეკე: შეიძლება, გვიან მოსვლა მომიწიოს. ბილეთები გამომიგზავნეთ-მეთქი. - არა, არა, იყოს, თუ დააგვიანებ, ჯანდაბას, დაგელოდებითო!.. ჯერ რაღაც კონკრეტულ ნომერ "გეითთან" გამიშვა, მერე - არა, მანდ - არა, აქეთ გადმოდითო. ეტყობა, მის მიერ თავდაპირველად მითითებულ შესასვლელში პოლიციელები გადავიდნენ და აღარ აწყობდა... ბოლოს, ბილეთები თამაშზე შესვლის წინ გამომიგზავნა. ზედ ჩემი და მაკას ფოტოები დავინახე, მაგრამ არც დავკვირვებივარ... უკვე თამაში იწყებოდა, როცა დავურეკე, - სადაც დამიბარეთ, აქ არავინ დგას-მეთქი. მიპასუხა, - კარგი, პირდაპირ "შეაჭერი", ოღონდ - ვითომ შენ და მაკა ერთმანეთს არ იცნობთო! - რას ჰქვია, მე და მაკა ერთმანეთს არ ვიცნობთ? რა შუაშია-მეთქი?! - ვერაფერს მივხვდი... შევედი, ტელეფონით ბილეთი ვაჩვენე შესაბამის პირს, როგორც ხდება და უცებ - მაკას ტელეფონი წაართვეს! მეც მართმევდნენ. - რას აკეთებთ-მეთქი?! ვცდილობდი სიტუაციაში გავრკვეულიყავი და ვესაუბრებოდი, ინგლისურად, იტალიურად, ქართულად, რაც ვიცოდი... "მტენიდნენ" - თაღლითი ხარო! ბილეთებს დავხედე და მაკას ეწერა "ფედერიკა ბელუჩი" (თუ სწორად მახსოვს,) ჩემსას კი - ჯენარო ექსპოზიტო თუ რაღაც (იცინის)... კარაბინერები დაკავებას მიპირებდნენ. თან, ჩემი მეგობრები იქ არ იყვნენ - სხვა მხრიდან შედიოდნენ. დავრეკე, - მოდით, მიჭერენ-მეთქი! მეგობრის იტალიელი მეგობარი - სერჯიო რომ არ ყოფილიყო, მართლა დამიჭერდნენ - უკვე განყოფილებაში წაყვანას მიპირებდნენ. - ჩემგან რა გინდათ? აი, ტელეფონის ნომერი, საიდანაც ბილეთები გამომიგზავნეს. მიდით და დაიჭირეთ-მეთქი...

იტალიაში მოგზაურობის მერე, ზაფხულის სეზონიც დაიწყო... რაც კაპროვანში ვარ, სექტემბერი ძალიან მომწონს, რადგან სიწყნარეა, ნაკლები ხალხია. თან, სექტემბერში აქ სასწაული ზღვაა - დგას, არ ინძრევა. ცას და ზღვას ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ... წელს - არა, მაგრამ გადავწყვიტე, დასასვენებლად ოქტომბერში წავიდე საზღვარგარეთ ან თუნდაც, საქართველოში...

სრულად




გაზიარება
მოინახულეს 655-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია
  4. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  5. საქართველო - ესპანეთი | ყველაფერი რაც ბილეთების შეძენასა და დასწრებაზე გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ
რეკლამა