დღის ახალი ამბები

„ჩვეულებრივი მკვლელები ხართ! 34 წლის გოგონა დაიღუპა იმიტომ, რომ ზოგიერთი ექიმი, ექიმი კი არა, მკითხავია!“

„ჩვეულებრივი მკვლელები ხართ! 34 წლის გოგონა დაიღუპა იმიტომ, რომ ზოგიერთი ექიმი, ექიმი კი არა, მკითხავია!“
18-07-2023, 11:01

პირველი არხი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – 34 წლის ასაკში სპორტის მიმართულების პროდიუსერი, მარიცა კვანტალიანი გაედაიცვალა. სოციალური ქსელის მომხმარებელი კახა ჯანაშვილი მომხდარს ექიმების არაპროფესიონალიზმს უკავშირებს.

„მარიცას, ბავშვობიდან ვიცნობდი. ჩემი ძმაკაცის გაზრდილი შვილია. დედისერთა, უნიჭიერესი გოგონა. პირველი არხის, სპორტული რედაქციის პროდუსერი იყო. ჯანმრთელობის დაზღვევაც ჰქონდა და უამრავი მეგობარი ჰყავდა, ჩვენი სახით. 

ახლა, ვსვამ კითხვას: როგორ შეიძლებოდა, როდესაც 34 წლის, განათლებული გოგო, დადიოდა კვლევებზე, იკეთებდა ანალიზებს და სიმსივნე ვერ ეპოვნათ?! 34 წლის ახალგაზრდა გოგონა , დაიღუპა იმიტომ, რომ ზოგიერთი ექიმი, ექიმი კი არა, მკითხავია! ( რა თქმა უნდა, ყველა ექიმს არ მოვიაზრებ, ამაში) კვლევებზე, სადაც მარიცა დადიოდა, რა ექიმები ხართ, ვერ დაადგინეთ, რომ ამ სიცოცხლით სავსე გოგოს მდგონარეობა, მე-4 სადიის კიბომდე არ მისულიყო?! როგორ ვერ იპვნეთ ამდენი ხნის განმავლობაში?!! გეკითხებით, ახლა ვინ ხართ, თქვენ?! რა გინდათ საერთოდ, პაციენტებთან, საავადმყოფოებში! ყველაფერს შეიძლება გაექცეთ, ამ ცხოვრებაში, მაგრამ იქ , უფლისგან, ვერსად წახვალთ! თქვენ , ჩვეულებრივი მკვლელები ხართ! 





გაზიარება
მოინახულეს 2 936-ჯერ
კომენტარები
რეკლამა