სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა განაცხადა, რომ ოლიმპიური ნაკრების ექიმების 50% 100-დან 300-ლარამდე ხელფასს იღებს.
"ხომ შეიძლება ყველა ფედერაციის პრეზიდენტი მოვიწვიოთ, ყველამ თქვას რა ბიუჯეტი აქვს და მერე გვკითხონ, მედიცინას რომ დააკლდა მილიონი, რატომ დააკლდა. როგორც შეიძლება შეჯიბრებების ბიუჯეტი შეკრებების ხარჯზე გაიზარდოს და მედიცინას დააკლდეს, იმ შეკრებაზე რისკ ფაქტორი რამდენია, ყველა ვარჯიშზე შეიძლება ათასი ტრავმა მოხდეს, ამიტომ არასწორად დაგეგმილი ვარჯიში და შეკრება ტრავმების მიზეზია, რომლითაც ჩემთან მოდიხართ.
ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ, მაქსიმუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, დანარჩენი 500 და 100 ლარი. მაშინ ჩვენ ცალკე ვიქნებით და რა გიჯდებათ თქვენი ექიმები, იმ სტანდარტებს დავსვამთ, თუ არადა მოძებნეთ მაშინ სხვა ექიმები, ყველა ფედერაციას ასე მივმართავ. ალბათ, ასე იქნება უკეთესი, რადგან ჯანდაცვის სამინისტროში საერთოდ არც ერთ მინისტრთან არ ვყოფილვარ შეხვედრაზე. მიზნობრივი პროგრამა და ხელფასების დანიშვნა, არ არის მგონი დიდი პრობლემა, უბრალოდ ყველამ ერთმანეთს მოვუსმინოთ, ეკონომიკური ზრდა ხომ არის ქვეყანაში, რაღაც გავაკეთოთ და კანონი მივიღოთ სპორტში, რომ ყველა დაცულები ვიყოთ შვილებიდან მაღალი მიღწევების სპორტით დამთავრებული“, - განაცხადა ზურაბ კახაბრიშვილმა.
წყარო: tia.ge
ჩვენი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ... ოლიმპიური ნაკრების ექიმების 50% -ის ხელფასი 100-დან 300-ლარამდეა - რას ამბობს ზურაბ კახაბრიშვილი?
27-09-2022, 21:28
გაზიარება
მოინახულეს 612-ჯერ
კომენტარები

03-10-2023 14:38
136
ტუისოვას 7 წლის შვილი გარდაეცვალა - იგი ნაკრების შეკრებას არ დატოვებს
ვრცლად

03-10-2023 13:08
855
ხვიჩა კვარაცხელია "რეალთან" მატჩის წინ კომენტარს აკეთებს: "მე მატჩებზე გავიზარდე, ახლა კი ......"
ვრცლად

02-10-2023 09:57
665
რუდი გარსია "რეალთან" მატჩამდე კომენტარს აკეთებს
ვრცლად

02-10-2023 08:19
4 409
როდის და რომელ არხზე იქნება ნაპოლი-რეალის შეხვედრა ?
ვრცლად