Image

თბილისმა გაიმარჯვა!

სიახლეები / სხვა სახეობები / ოლიმპიური 27-ნოე, 18:219 Sportnews 1431


დღეს ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე ფარული კენჭისყრით გადაწყდა, რომ კონტინენტის ახალგაზრდობის 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი უმასპინძლებს. ასამბლეაზე დელეგატებს არჩევანი ჩვენ დედაქალაქსა და ჩეხეთის ქალაქ ბრნოს შორის უნდა გაეკეთებინათ.

ფარულ კენჭისყრაში 26-მა გადაწყვეტილება თბილისის სასარგებლოდ მიიღო.

ქართული მხარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

ბელგრადში, სადაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეა გაიმართა, საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაცია იმყოფება. მათ შორის არიან ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი პირები, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები და ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც ასამბლეაზე შოუ პროგრამა წარმოადგინეს. სპეციალურად ოლიმპიური ფესტივალისთვის სიმღერაც ჩაიწერა, რომელსაც დუეტი "ჯორჯია" ასრულებს.

ბელგრადში იმყოფება თბილისის მერი და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიგი უგულავა. გარდა ამისა, ასამბლეის მონაწილეებს კენჭისყრის დაწყებამდე ვიდეო მიმართვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (131)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]