ლაშა ბექაურის წარმატებული ბრძოლის შემდეგ, ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში, ძიუდოს ტურნირზე (-100 კგ) იაპონელ აარონ ვულფს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ვაზარით დამარცხდა.
ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ წრეში დაისვენა და ოლიმპიადაზე მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ეგვიპტელ რამადან დარვიშს 3 გაფრთხილებით მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში კანადელი შადი ელნაჰასი ორი მოპოვებული ვაზარის შემდეგ იპონით დაამარცხა.
„დაიჯესტი“ ახალგაზრდა ძიუდოისტის პირადი ცხოვრებით დაინტერესდა.
კარიერა
ქართველი ძიუდოისტი. ევროპის 3-გზის ჩემპიონი (2012, 2014, 2016), 4-გზის ვერცხლისა (2009, 2010, 2013, 2015) და ბრინჯაოს (2011) პრიზიორი, ასევე მსოფლიოს ვერცხლისა (2013) და ბრინჯაოს (2014, 2015) პრიზიორი. მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს მედალი. მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებში. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.„ჩემთვის პირველი დიდი გამარჯვება იყო 2017 წელს, როდესაც მივხვდი, რომ შევძელი ოჯახის და სამშობლოს გახარება. პრაღაში ახალგაზრდებში გავხდი ევროპის ჩემპიონი.,“- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ვარლამი.
ოჯახი
32 წლის წარმატებულ სპორტულ კარიერასთან ერთად, სპორტსმენს წარმატებული ოჯახური ცხოვრებაც აქვს. ლიპარტელიანი 2013 წელს დაქორწინდა გიული ჭკუასელზე.გოგონა ცნობილი ქორეოგრაფის, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილია.
წყვილს სამი შვილი ჰყავს - დათა, დემეტრე და ერეკლე.
„ლიპო არის არაჩვეულებრივი მამა. მე შემეძლო თოთო ბავშვი დამეტოვებინა მისთვის და ვიცოდი, რომ ის ბავშვებს ძალიან კარგად მიხედავდა“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ვარლამის მეუღლე.
მათი სიყვარულის ამბავი მეხუთე კლასიდან დაიწყო.
„კლასელები ვიყავით, მეხუთე კლასიდან შეყვარებული ვარ ამ ადამიანზე. თუმცა, გოგოების ამბავი ხომ იცი, თავს იფასებდა. სადღაც მეშვიდე-მერვე კლასში მესიჯით სიყვარული ავუხსენი და ძალიან გამიბრაზდა: ქუჩაში თუ დამინახავ, გზის მეორე მხარეს გადადი. ეგ როგორ გამიბედეო (იცინიან) – გასვანდა რა. 2012 წელს ბედი სამუდამოდ დავუკავშირეთ ერთმანეთს – ხანმოკლე და ინტენსიური შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა“- ამბობს ვარლამი.
გიული: ყველაფრით მანებივრებდა – ვარდებით, სუნამოებით, საჩუქრებით, ფოიერვერკით... მე კიდევ სულ ვეჩხუბებოდი და ვებუზღუნებოდი. სახლში ყველა მეუბნებოდა, ძალიან კარგი ბიჭიაო. მარტო ბაბუაჩემი ჯემალი მიჭერდა მხარს: თავი დაანებეთ ამ ბავშვს, არ უნდა და ძალააო? არ იცნობდა მაშინ ვარლამს. რომ შეხვდა და გაიცნო, სახლში დაბრუნდა და მითხრა: სულელი ხარ შენ, ბაბუო. შენც, ბაბუ-მეთქი, – ვუპასუხე (იცინის). ერთადერთი მხარდამჭერი მყავდა და ეგეც დავკარგე (იცინიან).
გიული, შენ როგორ ეგუები მეუღლის პროფესიას, რეჟიმს...
გიული ჭკუასელი: ძალიან რთულია, მაგრამ რა უფლება მაქვს, რომ ყველანაირად მხარში არ ამოვუდგე, მით უმეტეს, რომ ასეთი წარმატებულია. კი მიჭირს, ხშირად ვწუწუნებ კიდეც...
ვარლამი: აქედანაც ცრემლით და ტირილით მაცილებს. მეხვეწება, იქნებ, ერთი თვით გადადო წასვლაო (იცინიან). ყოფილა ისე, რომ თვე-ნახევარიც წავსულვარ, ორი-სამი კვირა...
– რამეს არ გაბარებს გიული, უცხოეთიდან რომ ჩამოუტანო?
– არა, არასოდეს. ვეხვეწები, დამაბარე-მეთქი, მაგრამ ჩემს გემოვნებას ენდობა. სხვათა შორის, პრეტენზიული ორსული არაა, შუაღამეზე არ გაუღვიძია და არ უთხოვია, ეს მომიტანეო. უბრალოდ, ხშირად შივდება ხოლმე.
– ხშირად კამათობთ?
– კი. ეს უფრო ბუზღუნა და წუწუნაა. ეხვეწებოდნენ, ჩემპიონატს არ უყუროო, ეშინოდათ, ნერვიულობის გამო მშობიარობა ადრე არ დაწყებოდა.
წყარო : digest.pia.ge
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად