დღის ახალი ამბები

მეცნიერების აზრით მეგრელი ქალები ყველაზე ლამაზები არიან მსოფლიოში

მეცნიერების აზრით მეგრელი ქალები ყველაზე ლამაზები არიან მსოფლიოში
3-03-2024, 08:22
---

რუსეთის იმპერიაში თავისი მრავალთვიანი მოგზაურობა ალექსანდრე დიუმამ  პეტერბურგიდან დაიწყო, სადაც იგი 1858 წლის 22 ივნისს ჩავიდა.

"სამი  მუშკეტერის" ავტორს მოგზაურობაში თან პარიზელი მხატვარი ჟან-პიერ მუანე  ახლდა. მოსკოვში მას, როგორც თარჯიმანი, შეუერთდა მოსკოვის უნივერსიტეტის  სტუდენტი, რომელსაც დიუმა მოიხსენიებს მხოლოდ გვარით - კალინო.

 დიუმამ იმოგზაურა კოსტრომაში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში, სარატოვში,  ასტრახანში, ყიზლარში, დერბენტში, და ბაქოს გავლით თბილისში ჩამოვიდა.  მისმა ჩანაწერებმა, რომლებმაც შეადგინა წიგნი "კავკასია", მსოფლიო  მკითხველს საქართველოს ისტორია და გეოგრაფია, ქართველების ყოფა-ცხოვრება და ზნე-ჩვეულებანი პირველად ყველაზე საფუძვლიანად გააცნო.

 "სამი მუშკეტერის" ავტორი აღფრთოვანდა დასავლეთ საქართველოს ქალების  სილამაზით: "მთელი ძველი კოლხეთის ქალები საუცხოონი არიან, - ჩვენ გვინდოდა გვეთქვა: ქართველ ქალებზე უფრო ლამაზები, მაგრამ აქ დროულად გაგვახსენდა,  რომ სამეგრელო, იმერეთი და გურია ყოველთვის საქართველოს ნაწილები იყო…  მეგრელი ქალები, განსაკუთრებით, ქერათმიანები შავი თვალებით და  შავგვრემანები ცისფერი თვალებით - დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი  ქმნილებები არიან".




გაზიარება
მოინახულეს 272-ჯერ
კომენტარები
რეკლამა