საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, შესაძლოა, ზაფხულში ევროპული კალათბურთის გრანდის, „ბარსელონას“ წევრი გახდეს, – ინფორმაციას გამოცემა „სპორტანდოს“ ჟურნალისტი ალესანდრო ლუიჯი მაჯი ავრცელებს.
ამჟამად „ვირტუს ბოლონიას“ მოთამაშეს, მაჯის ცნობით, „ბარსელონა“ სამწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
33 წლის თორნიკე შენგელიას ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს. ქართველი 2008-2010 წლებში „ვალენსიაში“ ასპარეზობდა, ხოლო 2014-დან 2020 წლის ჩათვლით „ბასკონიის“ ღირსებას იცავდა, სადაც ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.
იტალიურ კლუბთან შენგელიას მიმდინარე კონტრაქტი ზაფხულში იწურება. ქართველი კალათბურთელი ევროლიგის რეგულარულ სეზონში საშუალოდ 15.6 ქულასა და 5 მოხსნას აგროვებდა.
წყარო: 1tv.Ge - Sport
26-09-2026 13:26
1
"მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ..." - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე
ვრცლად
23-09-2026 05:46
47
მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
ვრცლად
21-09-2026 12:45
109
თოფურია გეიჯის ჩხუბის სკანდალური დეტალი - დენა უაითის პირველი კომენტარი ხელთათმანებზე, რომელიც დღესაც განხილვის თემაა
ვრცლად
21-09-2026 06:25
10
ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ „ტორპედო“ დაამარცხა
ვრცლად

