დღის ახალი ამბები

მადრიდის "რეალს" ორი წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდა

მადრიდის "რეალს" ორი წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდა
9-09-2021, 10:28

სანაკრებო პაუზა დასრულდა და რამდენიმე დღეში კვლავ საკლუბო ფეხბურთი განახლდება, ამ პერიოდს სასიამოვნო სიახლით ხვდება მადრიდის "რეალი".

"სამეფო გუნდს" ლაზარეთიდან ორი ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი და ფერლან მენდი დაუბრუნდა, ხორვატი და ფრანგი ფეხბურთელი უკვე "სელტას" წინააღდეგ გასამართ მომდენო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ.

"რეალი" ლა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს 12 სექტემბერს გამართავს. შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.




გაზიარება
მოინახულეს 979-ჯერ
კომენტარები
რეკლამა