მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ლონდონის ჩელსის უნდა დაუპირისპირდეს. დღეს ‘სამეფო კლუბის’ ქომაგებისთვის კარგი ამბავი გავრცელდა: ტონი კროოსი გამოჯანმრთელდა და ჩელსისთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს!
კუნთის ტრავმის გამო გერმანელმა ნახევარმცველმა რეალის წინა სამი თამაში გამოტოვა, კვირას კი, ესპანური მედიის ინფორმაციით, უკვე სრული დატვირთვით ივარჯიშა. აღსანიშნავია, რომ რეალს ჩელსისთან სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება: კაპიტანი სერხიო რამოსი, მარცხენა მცველი ფერლან მენდი და გარემარბი ლუკას ვასკესი.
კროოსს ტრავმის გამო ხეტაფესთან (0:0), კადისთან (3:0) და ბეტისთან (0:0) მატჩები გაუცდა. მის გარეშე ზინედინ ზიდანის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში 4 მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა.
სასიხარულო ინფორმაცია მადრიდის რეალის გულშემატკივრებს !
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად