UEFA 3 წელში ჩემპიონთა ლიგის განახლებას გეგმავს - ორგანიზაცია აპირებს, რომ გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაზარდოს.
ამასთან, 8 ჯგუფის ნაცვლად, კლუბები ერთ დიდ ჯგუფში, "შვეიცარიული სისტემით" მოხვდებიან. გარდა ამისა, ასევე განხილვის საგანია ტურნირის ფინალის ჩატარების ლოკაცია.
The Sun-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ-იორკში ჩატარდეს.
ჩემპიონთა ლიგის მომავალი რამდენიმე ფინალის ადგილმდებარეობა უკვე ცნობილია - სტამბოლი, სანქტ-პეტერბურგი, მიუნხენი და ლონდონი, - თუმცა ამის შემდეგ გარკვეული არაფერია.
აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ფინალის ევროპის საზღვრებს მიღმა გამართვაზე გავრცელდა ცნობები და, ამასთანავე, ადრეც აშშ-ის ვარიანტი განიხილებოდა.
ჯერ კიდევ 2019 წლის ინფორმაციის თანახმად, TEAM Marketing AG, რომელიც UEFA-ს კომერციულ ინტერესებს წარმოადგენს, გეგმის პოტენციურ პარტნიორებთან და მედიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
მსჯელობის შედეგად, საბოლოოდ მიიჩნიეს, რომ ამერიკული ფეხბურთის კლუბების - "ნიუ-იორკ ჯიანტსისა" და "ნიუ-იორკ ჯეტსის" არენა, "მეტლაიფ სთედიუმი", რომელმაც ორჯერ "რესთლმანიასაც" უმასპინძლა, სასურველი ლოკაციაა.
იმ შემთხვევაში, თუ ფინალი "დიდ ვაშლში", ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ჩატარდება, დაპირისპირება დიდ ბრიტანეთში - 20:00 საათზე, ხოლო ევროპის მასშტაბით 21:00 საათზე დაიწყება, რაც ჩვეულებრივი დროა.
ინიციატივა ჩემპიონთა ლიგის ფორმატთან დაკავშირებით, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრები გააღიზიანა
კომენტარები
21-11-2024 22:57
2
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 211
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
427
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 861
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად