ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი Netflix-ის ფილმ Extraction 2-ში (დახსნა) მიიღებს მონაწილეობას.
ლევანისთვის ეს პირველი ფილმი არ იქნება, რომელზეც იგი იმუშავებს, თუმცა სირთულეები მსგავს პროექტს მაინც სდევს თავს.
იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილება საგინაშვილის სპორტულ კარიერაზე, მან ტელეკომპანია "მთავარის" გადაცემაში "შენი დილა" ისაუბრა.
"TOP 8-ის დასრულება ამ წელს ვერ მოხერხდება. ორი ეტაპია დარჩენილი – ნახევარფინალი და ფინალი. ზუსტად არ ვიცი, როდის ჩატარდება ნახევარფინალი. სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში. თუმცა, ფილმიდან გამომდინარე, ცოტა რთული სიტუაცია მაქვს. როგორც ვიცი, ოთხი თვით მომიწევს წასვლა.
ამ ეტაპზე, ჩემთვის ფილმი უფრო პრიორიტეტულია და თუ გადაღებები და შეჯიბრი ერთმანეთს დაემთხვევა, ვიცი, რომ შეჯიბრს ჩემს გამო გადაწევენ. ჩემს გარეშე, ამ შეჯიბრს არ აქვს აზრი.
Extraction 2-ში, რა როლზეც გავიარე გასტინგი, იმაზე არ დამამტკიცეს, მაგრამ შემდეგ მითხრეს, რომ ახალი როლი შექმნეს და ჩამამატეს. წესით, ახლა გადაღებებზე ავსტრალიაში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ პანდემიის გამო, გადაწყვიტეს, რომ მთლიანი გადაღება ჩეხეთში გადაიტანონ. გადაღებები დეკემბერში დაიწყება," - თქვა ლევანმა.
ლევან საგინაშვილი საქართველოს ტოვებს - რატომ მიიღო ქართველმა ჰალკმა ეს გადაწყვეტილება ?
19-09-2021, 10:02
გაზიარება
მოინახულეს 7 546-ჯერ
კომენტარები
25-04-2024 19:47
23
ვაჟა მარგველაშვილმა თურქი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)
ვრცლად
24-04-2024 10:32
184
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
334
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
919
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად