დღის ახალი ამბები

კასილასი: "რეალმა" ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ის გაუშვა

კასილასი: "რეალმა" ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ის გაუშვა
24-12-2021, 09:09

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მეკარემ იკერ კასილასმა რამდენიმე წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და საინტერესო თემაზეც გააკეთა კომენტარი.

"როდესაც გუნდში კრიშტიანუ რონალდუ და კაკა მოვიდნენ, ჩვენ მნიშვნელოვნად გავძლიერდით, მაგრამ მათ მოსვლას სხვადასხვა ფეხბურთელების წასვლა მოჰყვა, მაშინ "რეალმა" არიენ რობენი გაყიდა, რაც დღემდე დიდი შეცდომა მგონია."

"რობენი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და მან ეს გერმანულ გუნდშიც დაამტკიცა, დარწმუნებული ვარ ჰოლანდიელი ახალ ფეხბურთელებს იდეალურად შეეწყობოდა და მრავალი წელი "თეთრების" ლიდერი იქნებოდა"
- აცხადებს ესპანელი.





გაზიარება
მოინახულეს 690-ჯერ
კომენტარები
რეკლამა