დღის ახალი ამბები

"საჯარიმოში ნამდვილი „მხეცია“- გიორგი მიქაუტაძემ იტალიური მედია აღაფრთოვანა

"საჯარიმოში ნამდვილი „მხეცია“- გიორგი მიქაუტაძემ იტალიური მედია აღაფრთოვანა
11-02-2023, 23:26

იტალიური გამოცემა Areanapoli „მეცში“ გიორგი მიქაუტაძის წარმატებულ თამაშს გამოეხმაურა და 22 წლის ქართველი თავდამსხმელი ახალ კვარაცხელიად მონათლა.

არის ახალი კვარაცხელია, რომელიც უგოლოდ არ ჩერდება – გიორგი მიქაუტაძე

„ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში „ნაპოლის“ მაისურით „აფეთქდა“, მისი თანამემამულე კი საფრანგეთის ლიგა 2-ში ადგილს იმკვიდრებს.
კვარაცხელია იყო პირველი ჭეშმარიტად დიდებული ქართველი, რომელზეც სერია A-ში გოლებისა და შესანიშნავი სეზონის გამო ალაპარაკდნენ. უმაღლეს დონეზე ხვიჩას „აფეთქების“ გამო ყურადღება მისი ქვეყნის მოთამაშეებისადმიც გაიზარდა.

არიან ისეთებიც კი, ვინც თბილისიდან ნეაპოლში და უკან პირდაპირი რეისით მოგზაურობენ, რათა საქართველოს დედაქალაქიდან ვეზუვის ქვეშ მდებარე ქალაქში ჩამოვიდნენ და „ნაპოლიში“ მისი თამაშებს დაესწრონ.

ამ დროს აჟიოტაჟი კიდევ ერთმა ქართველმა შექმნა. ახალი კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 2-ში „აფეთქდა“ – 2000 წელს დაბადებული გიორგი მიქაუტაძე. „მეცისა“ და საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდმა შედეგიანობით ლიგა 2-ში უკვე ორნიშნა ციფრს გადააჭარბა და ახლახან გოლი ისევ გაიტანა. ამან მე-4 ადგილზე დააწინაურა „მეცი“, რომელიც სამი ქულით ჩამორჩება მეორედგილოსანსოშოს“ (ლიგა 1-ის საგზურს პირდაპირ გზით ორი საუკეთესო გუნდი იღებს).

მიქაუტაძემ წელს 23 მატჩი ჩაატარა და უკვე 12 გოლი გაიტანა, აქედან 11 ლიგა 2-ში და ამავე დროს 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ქართველი ცენტრფორვარდი მეტოქის საჯარიმოში ნამდვილი „მხეცია“, რაც ახლო წარსულშიც ბევრჯერ დაამტკიცა“, – წერს იტალიური გამოცემა.

წყარო: 1tv.ge




გაზიარება
მოინახულეს 6 630-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
რეკლამა