დღის ახალი ამბები

“ვის მივუჩენ კვარაცხელიას?” – ალეგრიმ “ნაპოლისთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა

“ვის მივუჩენ კვარაცხელიას?” – ალეგრიმ “ნაპოლისთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა
3-03-2024, 12:34

დღეს, 3 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ნაპოლი” “იუვენტუსს” უმასპინძლებს. “ბიანკონერის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

“ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება და მეტოქის დასამარცხებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ჩვენი ამოცანაა, რომ “ნაპოლის” ბურთის გაკონტროლების საშუალება არ მივცეთ. ჩემი ბიჭები შესანიშნავ ფორმაში არიან და “პარტენოპეისთან” დაპირისპირებას მოუთენლად ელოდებიან.

ვინ ეცდება კვარაცხელიას შეჩერებას? ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილი არ მაქვს.

ამ სტადიონზე თამაში 5 წელია არ მოგვიგია, დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითი შედეგის მიღწევას ამჯერად მაინც შევძლებთ.
“ნაპოლის” ახალ მწვრთნელს კ
არგად არ ვიცნობ, თუმცა სარისთან არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ამიტომ მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა “ბარსელონასთან” და “სასუოლოსთან” კარგი შეხვედრები ჩაატარა”, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.


sportall.ge




გაზიარება
მოინახულეს 327-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. ხვიჩა კვარაცხელია "რეალთან" მატჩის წინ კომენტარს აკეთებს: "მე მატჩებზე გავიზარდე, ახლა კი ......"
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  4. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  5. კვარაცხელიას ტრავმა და სავარაუდო შემადგენლობა - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
რეკლამა